FTPიცი რაარი? დაახლოებით 2 წლის ზუსტად, მეც ვიყავი მსგავს სიტუაციაში. იმიტომ, რომ უნის მეც შევეშვი კურსნახევრის შემდეგ, იმიტომ, რომ ჩვენთან მაინც არ აქვს დიდი აზრი იმას, რას დაამთავრებ თუ რამე ძაან დერსკ უნივერსიტეტში არ სწავლობ. ტყუილად ფულის ყრა მგონია და ყოველთვის მინდოდა ჩემით შემექმნა რამე, ზოგს აქვს მაგის ნიჭი და შნო, ზოგს კი ურჩევნია სადმე სამსახურში იმუშაოს სტაბილურ ერთი დონის შემოსავალზე. ეხლა თემას გადავუხვიე
ხოდა ზოგადად სკოლის პერიოდში ძალიან კომუნიკაბელური ვიყავი და მე და ზემოთ ნახსენები ჩემი ძმაკაცი ყოველთვის ვიყავით რაღაც მხრივ ყურადღების ცენტრში, როცა ეს პერიოდი მორჩა ნუ როგორც ხდება ხოლმე ყველა თავის გზაზე წავიდა, ახალი წრე გაიჩინეს უნივერსიტეტში და მეც და ამანაც, თითქოს ადაპტირება ვერ მოვახდინეთ ახალ წრეში და დიდად არ ვურთიერთობდი კურსელებთან და მომაკლდა ის ყურადღებაც და ის ურთიერთობაც ხალხთან, რაც ყოველდღიურად მქონდა, უბრალოდ მერე ერთ დღეს შემთხვევით გადავაწყდი რაღაც სტატიას, რითიც დავიწყე ის საქმე რასაც ვაკეთებ და აღმიდგა ეს ყველაფერი, სულ მოძრაობაში ვარ, სულ ხალხთან ურთიერთობაში კვირაში 7 დღე და ამან მიშველა, თორე რავიცი შეიძლება მეც მის და შენს მდგომარეობაში აღმოვჩენილიყავი.
იმ პერიოდში კიდე, ვიყავი რაღაცნაირად მშიშარა ყველაფრისადმი, მქონდა წიკები, მარტო სიკვდილზე და უაზრობებზე ვფიქრობდი, ერთადერთი ვისაც ამაზე ველაპარაკე დედაჩემი იყო, რომელიც ძალიან დამეხმარა ფსიქოლოგიურად და ეკლესიაში წადი შვილო ილოცე პოზიცია არ დაიკავა, ადეკვატურად მომიდგა და მეშველა. ჩვენს ძმაკაცობაში ღრმა ბავშვობაში იმანაც უფრო დაგვაახლოვა ალბათ, რომ ორივე დედის ერთა ვიყავით და ორივეს დაახლოებით ერთ ასაკში გარდაგვეცვალა მამა, მაგაზეც ხშირად ვფიქრობდი, რომ მჭირდებოდა ძალიან იმ მომენტში და იმ ეტაპზე, მაგრამ დედამ ითამაშა ის როლი რაც მამას უნდა ეთამაშა, როცა ვუთხარი რაც მჭირდა და ნელნელა ამოვედი და ის უფრო ინტროვერტი ტიპია და არ ადგება და არ მოუყვება ვინმეს ესე, მომიყვა მე, მაგრამ მე კიდე არ ვიცი როგორ დავეხმარო და მაგრად ვნერვიულობ, რამე რო მიქაროს ვერასდროს ვაპატიებ ჩემს თავს და სულ მექნება იმის განცდა, რომ რაღაც არ გავაკეთე, ამიტომაც ვითხოვ დახმარებას. ამ ფსიქოლოგ-ფსიქიატრების გამოწერილი წამლების, და თვალი დახუჭე და წარმოიდგინე ანკარო წყაროს ჩუხჩუხის მომკალი და არ მჯერა რა.

გოგოებს რაც შეეხება, იმაზე არ უნდა გააკეთო ორიენტირი, რომ გოგოები არ გყავს. იმაზე უნდა კონცეტრირდე, რომ შენ იყო მაგარი, სასურველი და წარმატებული, მერე გოგოები თავისით მოდიან, ჩვენ კდემამოსილ სამშობლოშიც კი

იდეალებში რას გულისხმობ?
This post has been edited by giorgi-02 on 24 Nov 2018, 20:21