გერმანელებმა ისეთ რამეში "დაგვადანაშაულეს", რამაც ძალიან გაგვაოცა, რადგან დასაბამიდან მოყოლებული იმას არასდროს შევხებივართ და 100%-ით ვიყავი დარწმუნებული, რომ არც ახლა ახლებდა ხელს ჩემი ჯგუფის არცერთი წევრი.
მაგ ფუნქციაზე ფრანგებისგან გვქონდა ინფო, რომ ცოტა ხნის წინ ავტომატური გახდა. ჰოდა, გამოვიყენე ეს ინფორმაცია და ვუთხარი, ასე და ასე გავიგეთ და შეიძლება სისტემა ჯერ კიდევ მთლად უშეცდომოდ არ მუშაობს-მეთქი.
აღმოჩნდა, რომ ეს მეტად მნიშვნელოვანი სიახლე არავის შეუტყობინებია მათთვის. :ფაცეპალმ: მე რომ არ გამხსენებოდა და არ მეხსენებინა, ვინ იცის, კიდევ როდემდე იქნებოდნენ ინფორმაციულ ვაკუუმში. არადა ერთ-ერთი უმთავრესი რაღაცაა და დიდ პრობლემებს გამოიწვევდა (უკვე გამოიწვია კიდეც. თუმცა ჯერ მთლად გვიანი არ არის).
გადაამოწმეს ჩემი ინფოს ნამდვილობა და...
ბოდიშიც მოიხადეეეს.

ამის მერე შვეიცარიამაც "დაგვადანაშაულა" ზუსტად იმაზე.
მათაც დელიკატურ-თავაზიანად ჩავუტარე 'მასტერ-კლასი' და სიტყვები უკან წავაღებინე.

ფრიად კმაყოფილი ვართ ჯგუფი.