ხალხი თვიდან თვემდე ათასი ლარის გამო პახაობს
ათასი ლარის გამო მუშაობას ჯობია სულ არ იმუშაო
ამდენი ჭკუა რომ ქონდეს ბრძენ ერს არც იარსებებდა 1000 ლარიანი სამსახურები და იქნებოდა ნორმალური ხელფასი
ჭაღარა დაცვა იყო ყურადღებას არ ვაქცევდი. მოდი წვიმას შემოეფარეო. ###ზე მეკიდა. ერთი 3 წუთი მიქნია ხელები. მე ვეწეოდი. გადააგდე შემოდიო. არ მიშლიდა მე წვიმა. მოვწიე ბოლომდე და 4 წუთის შემდეგ შევედი უხალისოდ.
47 წელიაო აქ ვმუშაობო ტიპმა
უცებ ისე შევხედე გეგონება დინოზავრი დავინახეთქო, ან მარტორქა. ისე დავუწყე დათვალიერება როგორც აკვარიუმში გამომწყვდეულ თეთრ ზვიგენს.
47 წელი იქ მუშაობს. 20-ს გადაბიჯებული იქნებოდა როცა დაიწყებდა. სავარაუდოდ დაოჯახდა მალევე, ვერ გარისკა სამსახურის შეცვლა, სახლთანაც ახლოს იყო მისი სამსახური. 47 წელია ტიპი მიდის საღამოს სამსახურში, ათენებს მთელ ღამეს და დილით ელოდება უფროსები როდის მივლენ და წავა სახლში დაიძინებს.
უბნიდან გასვლაც არ ჭირდება, სახლი სამსახური მაღაზია ერთ სივრცეში აქვს.
ის მშიშარა არის, იმიტომ რომ წვიმა საფრთხის შემცველად ჩათვალა, იმიტომაც დამიძახა შესაფარებლად. მე არასოდეს მომაფიქრდებოდა ვინმესთვის წვიმის დროს შესაფარებლად დამეძახა, იმიტომ რომ წვიმას ვერანაირ საფრთხედ ვერ აღვიქვამ, ადამიანი შაქრისგან არაა გაკეთებული რომ წვიმაში დაიშალოს.
ამიტომაც არ წასულა სხვა სამსახურში არ უცდია ბედი.
ერთ სამსახურში რა გამაჩერებს 47 წელი? რა სიგიჟეა.
სამსახურში რომ გავიგებ რა როგორ კეთდება ყველაფერს ვამუღამებ იმ დღეს ვდგები და მოვდივარ ხოლმე სამსახურიდან.
როგორც თამაში ისეა ჩემთვის სამსახური, ფულის გამო მხოლოდ ვერ ვიმუშავებ, რადგან მეძავი არ ვარ. როცა სწავლობ კი სამსახურში ყველაფერს იდეალურად და საუკეთესო თანამშრომელს უტოლდები დონით, ეგ იმას ნიშნავს რომ თამაში დახურულია და აზრი არ აქვს მუშაობის გაგრძელებას.
სხვა ახალ სამსახურში კი ამ დროს ახალი ჩელენჯები მელდება. ახალი გამოყლევებული ან ნაკლებად გამოყლევებული პერსონაჟების გაცნობა, მათზე დაკვირვება და შესწავლა, რაც ზუსტად ისეთივე გრძნობას მიჩენს როგორც ბავშვობაში მიჩნდებოდა როცა ზოოპარკში მივდიოდი და სხვადასხვა ცხოველებს ვათვალიერებდი. უბრალოდ ბოლოს ყველა ცხოველი ვნახე ზოოპარკში და სანახავი აღარაფერი დამრჩა, იქამდე სანამ არ გავიზარდე და ახალი ცხოველების სახეობები არ აღმოვაჩინე, რომელიც ზოგი ოფისშია დამწყვდეული, ზოგი სტროიკაზე, ზოგი მანქანაზე და ზოგიც სად.
ახალ სამსახურთან ახალი სასტავია, ახალი წიკებით. და ზოგი 47 წლის შემდეგაც ისევ იქ იმუშავებს. მაგრამ მე არა!
99% of the worlds problems would be solved if women had their body count on their forehead. - Andrew Tate
"Life isn’t about waiting for the storm to pass. It’s about learning how to dance in the rain."
"El que piensa las cosas dos veces, no hace nada.": ის ვინც ორჯერ დაფიქრდება, არაფერს აკეთებს