აუტანლად უსამართლო ქალია. ყველაზე მეტად მგონი ეს თვისება მაღიზიანებს ადამიანებში.
დისტანციურად იმუშავებ, თუ ოფისში ეჯდები და კარს აუტალახიანებ ყოველდღე, რა აზრი აქვს, როცა საქმე კეთდება?
ძალიან მაგარი ანგარიში დავუწერე და უფროსობასთან რეკომენდაცია არ გამიწია,
მაილი რომ მივწერე, ორი დღის შემდეგ მიპასუხა,
ოფისში არ დადიხარ და იმიტომო

რა კორელაციაა სიარულსა და ინტელექტუალურ საქმიანობას შორის, ღმერთმანი
ჩემი ცოდნით და უნარებით შემაფასე და არა სიარულით.
როდის შემოვა საქართველოში ფრილანსერობა, როდის...
ან რატომ მოსწონთ ადამიანის ოფისზე მიბმა, არ მესმის.
მთელი დღე რომ ზიან, რეალურად 2-3 საათი მუშაობენ, დანარჩენ დროს კი ყავას სვავენ და ვიღაცის პირადს არჩევენ,
არ შემიძლია ასე

ცხოვრების ამაოდ ხარჯვის შეგრძნება მეუფლება, როგორც კი მსგავს სიტუაციაში ვხვდები.