3Dmasterმადლობა რჩევისთვის
----------------------------------------------------------
დღეს გასაუბრებაზე ვიყავი!2 კვირა ვემზადებოდი. შევკრიბე ყველა ფურცლები, დოკუმენტები, მიღწევები, სერტიფიკატები, დიპლომები... ვცდილობდი ინტერვიუს ატმოსფერო შემექმნა. დიქტოფონზე ვიწერდი ხმას და მერე რაც არ მომწონდა ვასწორებდი. ისე ვიყავი როლში შეჭრილი ღამეც კი მესიზმრებოდა რომელ კითხვაზე როგორ უნდა მეპასუხა... ://
გუშინ ყველაფერი დავაუთოვე, პერანგი შრვალი და კოსტუმი.. ტუფლები გავაპრიალე... ახალი პორტფელიც ვიყიდე.
დღეს ყველა საჭირო ნივთი ჩავიდე და ჰერი ჰერი გავეშურე job interview-ზე..ზუსტად მივედი წამი-წამში დავსვი... მდივანმა მოსაცდელში მიმაცილა სადაც ჩემს გარდა სხვა კანდიდატებიც იმყოფებოდენ... ყველა ისე დაძაბული იყურებოდა.. მივესალმე ზრდილობიანად და დავჯექი..
გამოვიდა ის კაცი ვინც ინტერვიუს ატარებდა.. ვინმე ჯეფრი... მივესალმეთ ყველა. გამომყევითო ჩვენც ბატებივით გავყევით უკან.. :// კარები სადაც იყო ყველა გოგოს ვუთმობდი, ბიჭებსაც თუ სიტუაცია მოითხოვდა. ლიფტში ყველა გატრუნული იდგა. მარტო მე ვკითხე სად მივდივართო რაზეც ბნ.ჯეფრიმ მითხრა მაღლაო, იქ არის ჩემი ოთახიო და ზემოთ აიხედა.. მოკლედ რამოდენიმე შევიდა და გამოვიდა. არაფერს ვეკითხეოდი იმ ხალხს უბრალოდ ვემშვიდობებოდი

მოვიდა ჩემი დრო. იმხელა კაბინეტი ჰქონდა მეგონა ვერსალის დარბაზი იყო.
მოკლედ მისალმება - ხელის ჩამორთმევა არც ძალიან მაგარი არც მოფამფალებული. სოლიდური. ხელზე შევამჩნიე ჰუბლოს საათი ეკეთა და ძაან ეამაყებოდა. არ ვუთხარი არაფერი. არ იქნებოდა იმ მომენტში ადექვატური. თანაც ჰუბლო არ მიყვარს. ოთახში ზუსტად მე რომ მაქვს ისეთი ფეხბურთის ბურთი ედო არც ეგ ვუთხარი. ჯი-ვაგონის მოდელიც გამოსაჩენად ედგა არც ეგ ვუთხარი.
მოკლედ პირველი ტრადიციული კითხვა: tell me about yourself. მოვუყევი ყველაფერი. დავუსახელე ჩემი თვისებები. OK, I would describe myself as someone who is determined and someone who is versatile. I am creative, open-minded, easy-going and I enjoy working with others. I try to use all these qualities in my professional life. For the last 4 years.... მოკლედ ჩავეტიე 3-5 წუთში. მერე რაღაცნაირად დადებითად განეწყო იმიტომ, რომ ვცდილობდი მაქსიმალურად ადექვატური ვწოფილიყავი. მითხრა თავისი გეგმების შესახებ. მეც ვპასუხობდი, რომ გუნდურად უნდა დავჯდეთ ყველა ერთად და ისე უნდა ვიმუშავოთქო. მოკლედ სამუშაო გეგმის ზოგადი მონახაზი ვუთხარი. ისიც დავძინე, რომ დეტალებში შემეძლო ყოველი ნაბიჯიშ აღწერა.. :// რაც მთავარია ყველაფერს მაქსიმალურად ადექვატურობის ფარგლებში ვაკეთებდი. შევამჩნიე, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვნად მიაჩნდა. მერე ხელფასზე მკითხა და იმაზე მეტი შემომთავაზა ვიდრე ჩემი მოთხოვნა იყო.

ბოლოს არაფორმალური კითხვა მეგონა ჩემს ჰობიზე იქნებოდა... ხოდა ნურას უკაცრავად ჩემსავით ჰოროსკოპებზე გადამკვდარი აღმოჩნდა ვაჟბატონი.. რა ნიშანი ხარო - მეც ამაყად მივუგე ვერძითქო. შენ რა ნიშანი ხართქო და libra-ო. უცბათ მინი-ცაგარელმა გაიღვიძა ჩემში და ვუთხარი მისი ეტლი სად არის

მოკლედ ინტერვიუს ბოლოს მეუბნება, რომ ორშაბათს second look-ზე მივიდე მივიტანო მთელი ეს ფურცლები და აპრილის 25 რიცხვიდან ადმინისტრატორად დავიწყებ მუშაობას

შენობიდან, რომ გამოვედი სიმღერა დავიწყე Vincero, vincero, vincero!
P.S. მანამდე უნდა მოვასწრო ბაჰამებზე წასვლა
P.P.S. მერწყული ვარო, რომ ეთქვა - უარს ვეტყოდი სამსახურზე