22 წლის სტუდენტი მყავს გვერდით.
ჰოდა პრანჭიაა მაგარი :დ გულის პრაჭვებს ვგულისხმობ :დ. ტიპს ძაან დაქვეითებული აქვს თვითშეფასება საკუთარი თავის რწმენა. არადა ძაან ჭკვიანია. რაც საზიანოა იმიტომ რომ ნებისმიერი კრიტიკა ხვდება შიგ ეგოში და უფრო უზიანებს როცა ჩემი მიზანი ეგ სულაც არაა. ამ დროს პირიქით. მგონია რო გხოდავ. მინდა ყოველშემთხვევაში. აი ნახე.
2 წელია იმენა გიჟივით სწავლობს. პარალელურად მუშაობს. + ცალკე ემზადება კიდე.
ანუ თავის საქმე იცის. პროსტა საკუთარი თავის რწმენა აკლია. ჰოდა ვეუბნები რო არ არის ეგ მაგის ბრალი.
2 უკიდურესობა აქვს ან ძაან აროგანტი ხდება ან პირიქით. ჰოდა დღეს დავჯექით და ერთად გამოგვივიდა. წყვილად ვაპროგრამეთს პონტში. სიშარპი ძაან მაგარია მარა მე არ ვიცი და მაგის დდშვცი ჯერ მარტო იმიტო, რო 2 წელი სწავლობენ უნიში და სრედინგი, დედლოქი და ეისინქამდე ვერ მიდიან. იმიტომ რომ რთულია და ეტყობა ლექტორებს მაგრად ახატიათ. ან მაგათაც ეშინიათ იმიტომ რომ რთულია. ან მაგის სწავლება უნიში უუბრალოდ არ გამოვა.
მე არ ვარ პროგრამისტი პროფესიით მაგრამ რაც მაგათ აკადემიური ცოდნა აქვთ იმის 1/5 რო მაქვს მე ვწერ.
ელემენტალური სესიის შექმნაზე და ქუქი კონტეინერზე ვიწვალეთ. სტაკოვერფლოუზეც ვნახეთ და გუგლშიც. mdsn-ზეც და სესიის შექმნას და გამოყენებას მოვუნდით 1 საათი :-)
მერე ჩემი დაწერილი მუშა კოდი ვანახე პითონში სულ 2 ხაზი იყო :-) ზატო მუშაობს :-)
ვიცოდი რო მარტივი უნდა ყოფილიყო. ზედმეტად ვართულებდით.
ეგრევე გაიტანა ფუნქციაში აუტენტიფიკაციაც გავიარეთ api-ზე და ჯეისონიც წავიკითხეთ.
სიშარპი კი კარგია, მაგრამ რასაც პითონში დავწერ 20 წუთში იმას სტუდენტი 3საათს მოანდომებს.
ისიც თუ გაქაჩა და არ დანებდა შუა გზაზე. დამწყებს ბევრი ჩელენჯი აქვს. როგორც ფსიქოლოგიური ისე პირობების მხრივ და საქართველოში შენით გაქაჩვა ძნელია ყველა კუთხით ამიტომ მესმის. თან როცა ასეთ ავ გარემოში ხარ.
მაგაზე ბევრად უარეს დეპრესიაში ვარ ხანდახან და ერთმანეთს ვამხნევებთ :დ სხვა რა გზა გვაქვს :დ მე პირადად მისწორდება ახალგაზრდა ტიპს რო ვიცი რო კარგი მომავალი აქვს. პროსა თავი ბებრად ვიგრძენი რადგან ეგეთი რაღაცეები გავლილი მაქვს დიდი ხსნის წინ და ახლაც ხანდახან მაგაზე უარეს გონკებში ვარ.
ჰოდა მორალი ამ ისტორიის ისაა. რომ სამოტივაციო კიარა და სწორი მიდგომა და ქაუჩინგი საჭიროა. მე არ ვარ ის როჟა რო სხვებს დავუგდო თვითშეფასება. არადა არადა ბევრია ეგრე. გონიათ თვითონ გამოჩნდებიან კაი ტიპები. ვიღაცის მიჯმით.
არადა ვაფშე არ გხდის ეგ კარგ ტიპად.
კარგი ინჟინერი იქნება ტიპი. პრობლემებსაც დაძლევს და შიშებსაც. კი ყველაფერი შენით უნდა შექმნა და ეს მოწოდებაც სამოტივაციოა. კიდე ერთი რაც დავინახე საოცარი მოთხოვნილება აქვთ, რომ რამე სასწაული ჩაიდინონ და ყველა გააოცონ და რამე. თავი გამოიჩინონ. ბრეგინგისთვის უნდათ და თვითშეფასების ასამაღლებლად ალბათ... რაც გასაგებია მარა არაა საჭირო ბიძია. საქმეს მივყეთ წყნარად ჯობია. ბევრად დიდ შედეგს დავდებთ ეგრე ვიდრე წარმოგიდგენია. თორე მასე ბლატაობით ვის რა ტრაკში უნდა გავერჭოთ :დ ასაკთან ერთად ეგ გარე ფაქტორები გკიდია ნელნელა და ბოლოს უკვე საერთოდ აღარ გაინტერესებს გარშემო რახდება. რასაც აკეთებ შენთვის აკეთებ...

და არა იმისთვის რომ ვინმეზე შთაბეჭდილება მოახდინო. შედეგი აქვს საოცარი ;დ

მიხარია როცა ვხედავ ტიპს რომელსაც ჩემსავით აქვს ეს სიყვარული და ვნება იმისა რასაც აკეთებს. ჩემზე უკეთესი მომავალი მინდა რომ ქონდეს :დ და ჩემპიონი გახდეს. სულ ეგაა. ბრო ნოთ ბრო