10 დღე გავქაჩე ახალ სამსახურში. 10 დღე...

გული მწყდება მაგრამ რა ვქნა. ჯამრთელობაც ვერ მიქაჩავს და თან დროის კარგვაც გამოდის. აუ რა ჯიგრები არიან არადა. არ წახვიდეო. ხელსაც შეგიწყობთ და რიმოუთზეც შეიძლება დალაპარაკებაო. ბიჯო დაიჯერებენ რო მართლა მომწონდა მანდ მუშაობა და უმადური ტრაკი არ ვარ? პროსტა არაა რა ვეღარ ვუქაჩავ ამ პირობებს. პატარა ბიჭუნაც აღარ ვარ. ნევროზიანი ვირთხა ვარ ძალიან მძიმე ხასიათით და ხუშტურებით. თან მართლა მაწუხებს რაღაც რაღაცეები და იმის ფუფუნება არ მაქვს რო ასე ვიტანჯო და ძვირფასი დროც ვხარჯო არაფერში.
ისევ დეველოპინგს მივაწვე ჯობია. თან არქიტექტობას პარალელურად. ეს დავალება თუ შევასრულე პიზდეც. მგონი ახალ სამსახურში გადავალ Xმაგი ანაზღაურებით.
პროსტა ამდენი სამსახური რო შევიცვალე მგონი აღარსად აღარასდროს არ ამიყვანენ იბიომაწ...
ისე ამის მეათედი ძალისხმევა რო ჩამედო თავიდანვე უამრავ პრობლემას ავიცილებდი თავიდან. რაც შემეძლო მაინც გავაკეთე. შემეძლო ბევრად უფრო ჭკვიანურად მექნა. სუსტი ნერვები და უამრავი პრობლემა რო არ შემხვედროდა გზად. 10 წლიდან 6 იმენა ტყუილად გადავყარე სანაგვეზე. ის 4-იც რუტინა იყო და არაფრის მომცემი. ჰოდა ერთიანად მიწევს ახლა მოკლე დროში ყველაფრის გაკეთება

ნიჩეო. მომავალ წელს მოვიხოდები როგორც საჭიროა. გამოცდილება მაინც მაქ. ჩვევებიც გამომიშუვდა. ნებისყოფაც და ნერვებიც პარიატკაში მოვიყვანე. მიზანს აღარასდროს გადავუხვევ. წერა მაგრად მეხმარება. უფრო სწორად ყველაფერი რაც ოდნავ მაინც დამეხმარება ყველა რესურსი უნდა გამოვიყენო ...

ჩემს თავზეც უნდა ვიზრუნო. დავზოგო უნდა ენერგია დრო და ჯანმრთელობა რომელიც არ მაქ. ალბათ დარბაზში სიარულიც აუცილებელია. თორე გადავიწვავ თავს. ბალანსი & სტაბილიტი!
სულ აღმართია ამის დედაც :/ იასნია დავისტრესებოდი და ბევრ დაავადებს ავიკიდებდი :ხ უტვინობამ მასე იცის :ხ დროზე რო ვერ მოეგები გონს. მერე ნანობ ხოლმე და გვიანია.