#53986086 · 26 Dec 2018, 19:11 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (mapshnik @ 26 Dec 2018, 17:59 ) | თითქოს დაწყევლილი ვარ. არ ვვითარდები ფიზიკურად. ვარჯიშIც რამდენჯერ ვცადე. იმდენი დანამატი მივიღე მარა ვერაფრით ვერ მოვიმატე წონაში რა უბედურებაა |
mapshnik
როცა ვარჯიშობ ყოველთვის ერთიდაიგივე ფიზიკური დატვირთვა არ მოგცემს შედეგს, უნდა გაზარდო დატვირთვა, თუ აქამდე 5 კგთ ვარჯიშობდი ახლა 7 კგზე გადადი და ასე შემდეგ, ამას დამატებული რეგულარული ვარჯიშებია საჭირო, შენ დღეს ივარჯიშებ და თუ მერე 1 კვირა დაისვენებ ეგრე არაფერი გამოვა ძმაო.. ასევე გჭირდება კვება, თუ არ იკვებე კარგად და მარტო მაშინ ჭამე როცა გაგახსენდება ვერაფერს ვერ მოიმატებ, ჭამე მინიმუმ 4 ჯერ დღეში, ნორმალურად ორონდ კუჭი არ გაიხეთქო.... თუ დანამატებისთვის ფული არ დაგენანება გეინერი დაითრიე და კრეატინიც კარგი იქნება (ოღონდ ყავა არ დალიო და ხშირად სვი წყალი)
გეინერი(კრეატინტან ერთად ძაან კარგი იქნება), რეგულარული ვარჯიში(3 დღეში ერთხელ), კარგი კვება(მინიმუმ 4ჯერ) და მოთმინება... უცებ არაფერი არ იქნება, ნებისყოფა მთავარია იცოდე, მტელი ცხოვრებაა ვვარჯიშობ, პროფესიონალი არ ვარ მაგრამ ეს ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მტავარი ნაწილია....
კიდევ ერთს გეტყვი, უკანასკნელი ექტომორფიც რომ იყო და წონაში რომც არ მოიმატო გახსოვდეს რომ ძალა მაინც გემატება და მთავარი მაინც ესაა, ძალა გექნება და უფრო გაიზრდება, ძალა(ინტელექტთან ერთად) კი ნამდვილი მამაკაცის ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტია, როცა გრძნობ რომ ძლიერი ხარ ფსიქოლოგიურადაც ძლიერდები და ბევრი რამის გაკეთებას შეძლებ რასაც ვერ ბედავ ახლა.... ახლა ტირილს მორჩი, აწიე ეგ შენი ხმელი ტრაკი, რამე კარგი მუსიკა ჩართე რასაც ხასიათზე მოყავხარ და საქმეს შეუდექი......
პირობას გაძლევ თუ იზამ იმას რაც ზემოთ გითხარი შედეგი უეჭველი გექნება....
|