აპრილი
მაისი
ივნისი ივლისი აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბრის შუა რიცხვებამდე
დავიძინო და გავიღვიძო, არ გამოვა.
ეს 6 თვე ყველაზე მნიშვნელოვანია.
შევძლებ!
დასვენების დღეებში უფრო ვიღლები ხოლმე, იმდენ რამეს ვასწრებ და იმდენ ხალხს ვნახულობ...
სხვანაირად უნდა დავგეგმო.
2 დღით მარტო ხო არ წავიდე სადმე?
ვთქვათ, პრინსტონში
თან, არც ისე შორია.
მოვა ოქტომბერიც და საკუთარ თავს მადლობას ვეტყვი, ამ შეუპოვრობისთვის.
ღმერთო დაგვიფარე მე და ჩემი გეგმები.
საქართველოდან არავის სიკვდილი არ გავიგო.
ყველა კარგად იყოს საკუთარ ცხოვრებაში.
დანარჩენი სულერთია.
დღეს დავწერ სამოქმედო გეგმას დეტალურად.
ვიცი, რომ ჩემს მომავალს ვაშენებ, არავის დახმარების გარეშე და თავისუფლების და დამოუკიდებლობის შეუდარებელი განცდა მაქვს.
მიყვარს ჩემი ცხოვრება.
This post has been edited by etc... on 31 Mar 2019, 17:59