რამდენი რაღაც ვისწავლე იმ დროს, რომელსაც "უსაქმურობა"ს ეძახიან
არადა, ბოლო 4თვეში 3 თვე მეძინა

)
ეხლაც 1 საათია გავიღვიძე, ხალხი ეხლა მოდის სამსახურიდან... ცხოვრობენ, ქუჩაში დადიან , ერთობიან, არ კარგავენ დროს ძილში
შემდეგ კი,ამ ყველაფრისგან დაღლილებს ცხოვრების ყველაზე საინტერესო პერიოდში უჩნდებათ სურვილი "დასვენების"
ცხოვრობენ,და აკეთებენ ერთი და იგივეს..
როცა აღარ იციან როგორ განვითარდნენ,ოჯახდებიან და დარჩენილ სიცოცხლეს ბავშვის აღზრდაში ატარებენ ისე, როგორც მათ იცხოვრეს
ამ წლებს კი ისე სწრაფად მოაქვს ჭაღარა, და სიკვდილის დრო რომ
მხოლოდ ბოლოსკენ ხვდებიან რა, და როგორ იყო
იმ დროს როცა ვეღარაფერს შეცვლიან
ეს ყველაფერი 21 წლის ასაკში, რაც პრაქტიკამ მოიტანა
თუ პრაქტიკაშივე გამოვიყენე
ჩავთვლი რომ არ იყო ეს დრო ფუჭი
სხვა შემთხვევაში, მე იმათზე ბევრად ქვევით ვიქნები ჩემი ნაკლები "ცხოვრებით"