მე კიარა შენ შეგეშინდა, ვითომ ციხით გინდა გადამაფიქრებინო ვინმეს მოკლვა (რაიცი და შენ ხარ მსხვერპლი შემდეგი). იმიტომ კიარ გპასუხობ რომ შემაშინე, იმიტომ რომ შენი ლეველი/ეტაპი აზროვნების 12 წლის ასაკში გამოვიარე
3. უნივერსიტეტი უნივერსიტეტში როგორც კი შევვაბიჯე მივხვდი რომ ბევრი პოტენციური მსხვერპლი ან საექსპერიმენტო ობიექტი შემეძლო მყოლოდა. ერთ-ერთ გოგოსთან გავაბი უერთიერთობა და დავარმწუნე რომ მიყვარდა. ეს გოგო როგორ ვთქვა.. ცოტა მოჰიპსტერო, სოციალისტი “გასული” გოგოების სტილში გადიოდა. ჩემთან კი 1 წლის მანძილზე სულ საყვარელი, წესიერი, ყურადღებიანი გოგოს როლი ჰქონდა. მაინტერესებდა თუ გავტეხავდი და მივიყვანდი იმ მდგომარეობამდე რომ თავისი ნამდვილი სახე გამოევლინა (გულის სიღმრეში ვფიქრობდი რომ ყველა ჩემნაირად აზროვნებს, ყველა პრაგატულია და სიყვარული რეალურად არ არსებობს). მოკლედ დავიწყე ამ გოგოსთან ვითომ გაურკვეველის როლის მორგება. თან მიყვარდა ვეუბნებოდი, თან ყურადღებას არ ვაქცევდი. ზოგჯერ დღეები არ ვპასუხობდი ნომერზე. უცებ გამოვჩნდებოდი საჩუქრებით, გადავყვებოდი, მერე ისევ ვქრებოდი. ვიგონებდი რომ დეპრესია მჭირს და პრობლემები მაქვს. უკვე გოგოც ცივდებოდა ჩემთან ურთიერთობაში, მაგრამ ხელიდან გაშვებას ვერ ბედავდა, ანუ ვერ მშორდებოდა, ვაიდა გამოსწორდეს ურთიერთობა. ვხვდებოდი რომ სერიოზულად უნდოდა ჩემთან დარჩენა და ოჯახის შექმნაც. ყველაზე მეტად ის მიკვირდა რომ ასეთი კატეგორიის ტიპის გოგოებს ძირითადად თავიანთ წრეში მყოფი ბიჭები მოსწონთ, სტერეოტიპულად რომ ვთქვა ბიჭები ტატუებში, პირსინგებში, ქლაბერები ან ჰიპსტერები, მარიხუანას ებიუზერები და ა.შ. ჩემნაირი ტიპთან, ჩემი გათვლებით კი მატერიალური სიკეთე, მშვიდი ცხოვრება და სახელის გამო უნდოდა ყოფნა. ამ დასკვნების გამო დარწმუნებული ვიყავი რომ ეს გოგო მზად იყო ისე ეღალატა რომ არ დამშორებოდა. ამის გატესტვა გახდა ჩემი მიზანიც.
ჩემი ლოგიკით თუ არ მოგწონს ურთიერთობა და მონოგამიაზე გაქვს პრეტენზია, ჯერ უნდა დაშორდე ან “გაუიასო” რა არ მოგწონს და შემდეგ გქონდეს თუნდაც ერთჯერადი სექსი სხვასთან. ის რომ ცუდად გექცევა ან კიდიხარ წყვილს, და ამის გამო ღალატობ არ გამართლებს.
ერთხელაც ავდექი და 2 კვირა გავქრი. დამირეკა მთვრალმა - კლუბში ვარ და ერთი ბიჭი ამეკიდაო, გთხოვ მოდიო. მეც აქედან დავამშვიდე მიყვარხარ, ბლაბლა სტანდარტული შემორიგების ტექსტი მაგრამ დღეს ვერ მოვდივარ ხვალ გნახავ მეთქი. რათქმაუნდა გულის სიღმრეში მინდა რომ ჩავადენინო ის რაზეც არასდროს წამსვლელი არ ვარო იძახდა. დილით 7საათზე მივედი გოგოსთან სახლში (მარტო ცხოვრობს), შევაღე კარები და ვხედავ ერთად წვანან ორნი. მთვრალები, არყის სუნით ყარს ოთახი, სიგარეთები, ტანსაცმელი ყრია, ყველაფერი დავიმახსოვრე რა სად იდო და რა ფერის ტანისამოსი ეყარა. წამოვედი ჩუმად. საღამოს შევხვდი გოგოს, და დიდი ბოდიშებით და ნახევრად აცრემლიანებული თვალებით ვეუბნებოდი როგორ მომენატრა და აღარ განმეორდებოდა მსგავსი რამ. რათქმა უნდა არ ვიმჩნევ რომ დილით ვიყავი მოსული და ვიცი ყველაფერი. ვაკოცე, მაკოცა, დავიწყეთ სექსი. ორალური სექსი არ უყვარდა, თხოვნით დავითანმხე. მოვრჩით თუარა სიამოვნებას, სიგარეტს გავუკიდე და გამოკითხვა დავუწყე გუშინდელზე. იუარა ყველაფერი, ნელნელა შევაპარე რომ დავინახე ერთად რომ იყვნენ კლუბთან (ვითომ იქ ვნახე). ჯერ ამაში გამოვტეხე. კარგიო ერთად გამოვედითო მაგრამ ცალცალკე წავედითო. თან ვაკვირდები მის მიმიკებს, თვალებს, ქცევას, ტყუილის დროს როგორი ქცევები აქვს და ვცდილობ დავაკავშირო წარსულში მგავსი მიმიკები როდის ჰქონდა. თან ვსწავლობ ტყუილისას როგორ იქცევიან. შემდეგ გამოვუტყდი რომ სახლამდე გამოვყევი მანქანით და ვნახე ერთად შევიდნენ სახლში. ტანსაცმლის ფერები აქ გამომადგა რომ დაეჯერებინა. ცალკცალე ვიწექითო. ბოლოს ყველაფერი ვუთხარი. ამ ყველაფრით უდიდესი ადრენალინი მივიღე და სიამოვნება.
სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ გოგო ამ ინციდენტის მერე სულ სხვანაირი გახდა, უფრო მეგობრული, თავისუფალი და ისეთი როგორიც არის. რათქმაუნდა ერთად ყოფნაზე და სიყვარულზე პრეტენზია ვეღარ ჰქონდა მაგრამ უფრო კარგი ურთიერთ`ბა გვქონდა ინციდენტის შემდეგ სანამ არ გათხოვდა.