#56415681 · 13 Jun 2020, 00:01 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ყველას შუაღამემშვიდობისა, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ.
Stalker2005
QUOTE | QUOTE პირადს და საქმიანს როგორც წესი ისინი ურევენ, ვისაც ერთში ან მეორეში აქვთ პრობლემა, ან ორივეში ერთად. ... რადგან როგორც წესი იგივე "პირადი" და იგივე "საქმიანი", არც ისე მკვეთრად გამიჯნულია როგორც ეს ხშირად პრიმიტიულად წარმოგვიდგენია...თითქოს ქვედა უჯრაში - პირადი იდოს, ხოლო ზედა უჯრაში - საქმიანი! ...როგორც არ უნდა გავმიჯნოთ, "საქმიან"-ს ყოველთვის "პირადული"-ს დამღა ატყვია ... განგიმარტავ - როცა ფსიქილოგიურ ტექსტთან გვაქვს საქმე, იქ მე შემიძლია ჩემი (გინდაც სხვისი) პირადული განცდის მუხტი ფენომენოლოგიურ დონეზე გავშალო და შემეცნების ობიეტის(საქმიანის) სახე მივცე და ეს სულაც არაა ის გოგლი-მოგლი რომელშიც შენის აზრით აუცილებლად უხერხულ პრობლემაზე მეტყველებს! ...პრობლემები დისტანციის გაუგებრობიდან და ცხოვრების კარტოთეკად გაწერით იწყება, სადაც ალფავიტითაა დალაგებული ყველა კერძზე თავის სახელი, "აჯაფსანდალების" ჩათვლით. |
 რატომ გიქმნის პრობლემებს მოწესრიგებული მექანიზმი "ყველაფერი თავის უჯრაში და ყველაფერი საკუთარ თაროზე" სტალკერ? იქნებ ასეთი დამოკიდებულება შეუძლებელს ხდის თვალი შეავლო, შეწვდე და ხელით შეეხო ხელშეუხებელს? QUOTE | ...თუ მე მეკითხები, საბედნიეროდ ჩემთვის ეს ჯერ არავის უთქვამს და რომც ეთქვა, ვერაფერს ვხედავ ამაში საძრახისს ... ამასაც აგიხსნი თუ რატომ, ოღონდ იმ პირობით თუ მომისმენ და მოსმენისას თუ "კლიშეებს" და საკუტარ ღირსშესანიშნაობას დროებით გვერდზე გადადებ! |
კლიშეები და ღირსშესანიშნაობა არაფერ შუაშია. შეუცვლელის შეცვლა დაუშვებელია. გისმენ, გკითხულობ, ამიხსენი, მაინტერესებს.
QUOTE | "ჩანაცვლება"-საც გააჩნია...რას რითი და რა მიზნით ანაცვლებ! ... როდესაც მოცემულობაში გაქვს უკვე ჩანაცვლებული და სახეცვლილი, რაც მის მატარებელ ადამიანს მძიმე დისკოფორტს უქმნის და ის ამას მიზეზთა გამო ვერ უმკლავდება ... აექ ხდება ზუსტად საჭირო "სტალკინგი", ტერმინი რაც წეღან შეგნებულად თუ შეუგნებლად უადგილოდ წამოისროლე ... სტალკინგი არ გულისხმობს "საკვების" მატყუარა "სოსკით" ჩანაცვლებას, ის უფრო გულისხმობს მატუყარა "სოსკაზე" მიჯაჭვული პერსონის დაპურებას რეალური "საკვებით"!...ასევე - ვერ იქნება ყველა პირწკლაპუნ მამაო მოძღვარი, რადგან მოგეხსენება რომ მოძღვარი არ არის მაკლერი ქმნილებასა და შემოქმედს შორის, რადგან ის საკუთარი არსობითა და ძალისხმევით ერთგვარი სარკმელია ქმნილებასა შემოქმედს შორის და ეს მას არანარ პრივილეგიას არ ანიჭებს შემოქმედთან.
|
 შენის აზრით ღმერთი ვერ უმკლავდება სატანის, როგორც მისი ქმნილების თავხედობასა და ამპარტავენებას? უბრალოდ წარმოგიდგენია, რომ შემოქმედი ოდესმე შეიძლება დონორად იქცეს მისი ქმნილებისთვის, როგორც სარეველასთვის? *** სტალკერ, გაინტერესებს ეს ნახატები როგორ შევქმენი წმიდა სამების ნებით ან რას ნიშნავს თითოეულის შინაარსი? არტ-თერაპია ნაწ.IV (post #53898831) This post has been edited by Катеньки on 13 Jun 2020, 00:51
--------------------
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი შენი მხევალი ეკატერინე.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ.
|