#54286539 · 27 Feb 2019, 05:41 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ჩემი ცხოვრების საზრისი არის ჩემი მიზანი ვიყო წარმატებული კარიერაში და მგონი რაც დრო გადის უკვე სულერთია რა პროფესიაში. ამისთვის სად აღარ წავედი და გადავიკარგე , მაგრამ ისე მიდის სულ ჩემი ცხოვრება , რომ ვერასდროს მოვიცალე ამისთვის. არადა სულ მაწუხებს დღე არ გავა და წუთი არ გავა , რომ არ მაწუხებდეს კარიერული ზრდის არარსებულობა.
საქართველოში სანამ ვცხოვრობდი ვმუშაობდი მაგრამ 10 წლის მუშაობის მერე მივხვდი , რომ შრომას აზრი არააქვს შენს უფროსობას მაპატიეთ ამ გამოთქმისთვის მაგრამ წინ მოუსამებ თუ უკან სულ არ აინტერესებს. საქართველოდან წავედი და ვერადა ვერ მოვიცალე , რომ დავიწყო . მეშინია ძალიან , რომ ამ სურვილს ვერ ავისრულებ . მაპატიეთ მაგრამ მეშინია სიტყვა დიასახლისის და იმ ქალად ქცევა სახლში, რომ სხედან და ბავშვებს უვლიან მეზიზღება ეგ ფენომენი. ხოდა მე პირადად ეგ მიჩენს დიდ დეპრესიას. მაგრად მიყვარს მუშაობა ეგ არის ჩემი ადრენალინი. იმედია დრო ისე მალე არ გავა , რომ გვიანი იყოს
--------------------
ZERO TO FRONT-END HERO :D
|