
გაივლის წლები, შენ გაიზრდები
დრო შეგცვლის, როგორც შეცვალა სხვები
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ხელში ფიფქივით შემოგადნება
ყველა იმედი და ყველა გზები
მახსოვს სიტყვები და შენი საგა
როგორ გაბზარა ჟამმა მითივით
სადაც გვივლია, გვივლია სადაც
ახლა ყოველგან სდუმან ღმერთები
ყველა ლაბირინთს როდი გაივლის
დახლართულ კედლებს ასდით სურნელი
წინ უფსკრულია, ათასი ვერსი
ქარში იალქნებს ჩასწყდათ ლუვერსი.
ატმოსფეროში შენი მირაჟი
დღითიდღე უფრო კარგავს სიყალბეს
როგორც გახსნილი დღეს ჩვენს ბინაში
საკვოიაჟი წარგვრის სიმძაფრეს.
შენ გაიზრდები, გაივლის წლები
მე დღეს გულიდან სულმთლად წაგრაგნე
როგორც ყინვაში დამზრალი ზვრები
მივხვდი რომ ყვლა ომი წავაგე