#54270894 · 24 Feb 2019, 01:41 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
TENNISPORT
ძმა რასაც შენ ამბობ, ძალიან ჰგავს დამოკიდებულებას და არა სიყვარულს. ვვარაუდობ რომ ემოციურ დონეზე ყურადღება გაკლია და ვისგანაც ასეთი ყურადღების ნატამალი მიიღე, ეგრევე მასზე გახდი დამოკიდებული. ჯობია ფსიქოთერაპევტს დაელაპარაკო უკეთესად აგიხსნის.
QUOTE | უბრალოდ სუსტი სახე კი არა არ მინდა მაგან ჩემი ნამდვილი სახე დაინახოს მაგრად შემეცოდება ამისთვის |
მდაა რას აპირებ? რამე უნდა დაუშავო? აზრზე ხარ რას წერ?
არავინ არის ვალდებული უყვარდე და ვერავის დაავალდებულებ. არავინაა ვალდებული შენს შეცვლაზე და უკეთეს ადამიანად გახდომაზე იზრუნოს და ამით თავის ცხოვრებაზე და თავის სურვილებზე თქვას უარი. გამოდის რომ შენ გინდა იყო პარაზიტი - სხვა ადამიანს სასიცოცხლო ენერგიები წაართვა იმისთვის რომ შენ უკეთესი ადამიანი გახდე... რამხელა ეგოიზმია.
შენ თავადვე აღიარებ რომ არ ხარ კარგი ადამიანი ან ისეთი არ ხარ, როგორსაც კარგს დაარქმევდი. და გინდა შეიცვალო. ამიტომ ჯერ თავად შეიცვალე და მერე მოძებნე ურთიერთობები.
This post has been edited by llev on 24 Feb 2019, 01:44
--------------------
საკონსტიტუციო სასამართლო ჩარჩოებში უნდა მოვაქციოთ (c) კონსტიტუციონალისტი ჩიპოლინო
|