ეს კბილი ამოვიდეს და ამ თემაში აღარასდროს ვიწუწუნებენ.
სართოდ აღარ დავპოსტავ.
უკვე ისე ვარ, ცალკე ნიმესილს ხომ ვსვამ, ცალკე მედტაციით ვცდილობ შთავაგონე ჩემს თავს რომ ეს ტკივილი მე მოვიგონე და რეალურად არ მტკივა, თან ყველაფერი წარმავალია.
ცოტაც და ძველ და ახალ ღმერთებს შევთხოვ დახმარებას,
იქნებ იმათმა მაინც დამიამონ და ამოიყვანონ ეს სიბრძნის კბილი.
რა გახდა
საწყალი ჩვილები, რამდენის გადატანა უწევთ.
შემდეგში ბავშვის ტირილზე, რომელსაც კბილი ამოსდის, ერთ საწუწუნო სიტყვასაც არ დავძრავ.
რა დროს ჩემი სიბრძნის კბილია, აი, სულ არ მინდა ეს მეოთხე, ის სამიც მყოფნის.
ჩემი ცხოვრების ამ პერიოდს თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ - როგორ ჩამშხამდა ივლისი.