ამ ბოლო დროს სულ უფრო და უფრო ხშირად მეფიქრება, რომ გამომძიებელი უნდა გამოვსულიყავი. ეს 16 წლის ასაკში არ ვიცოდი.
ყველაფერი მიწყობს ხელს ამ პროფესიისთვის, მაგრამ განსაკუთრებით - ინტუიცია და შემთხვევითი დამთხვევები, ანუ საჭირო და აუცილებელი შემთხვევითობები, რომლებიც ხსნის ყველანაირი სიტუაციის კვანძს და სიმართლეს ხელისგულზე დადებულს მომართმევს ხოლმე.
ერთხელ ადრე, ჯერ კიდევ მობილურები რომ არ არსებობდა, ერთ ნომერზე ვრეკავდი უბრალოდ სამსახურიდან და ისეთ საუბარს ჩავერთე, მთელი ჩემი ცხოვრება რომ შეცვალა - ჩემზე ლაპარაკობდა ორი ახლობელი ადამიანი და ასე ვთქვათ იმ შეთქმულების დეტალებს განიხილავდნენ, რომელსაც მე მიწყობდნენ, ვითომდა ჩემდა საკეთილდღეოდ. იმენნა ფილმის სცენარი ჰქონდათ დადგმული, თავის პერსონაჟების მიგზავნებით და ა.შ. და ეს ყველაფერი ტელეფონით გავიგე შემთხვევით
მეორედ ჩემი უახლოესი მეგობრის დღიურში წავიკითხე ჩემზე მისი აზრები, ის დღიური შეცდომით გამატანა სხვა რაღაცის ნაცვლად

მესამედაც ტელეფონში საუბარს ჩავერთე და ჩემ მაშინდელ შეყვარებულზე ლაპარაკობდა მისი თანამშრომელი გოგო, რომელზეც რაღაც ეჭვები მქონდა და მანდაც ბევრი რამ გავიგე
მეოთხედ ერთი ტიპი მაბამდა ასე ვთქვათ და თავს იგიჟებდა, მარტო ვარ და მარტოობამ დამღალაო და ერთხელაც მირეკავს, არ მეცალა და ცოტა ხანში დაგირეკავ მეთქი და კარგიო, ანუ იცოდა რომ უნდა დამერეკა, ვრეკავ და ქალი იღებს ტეელფონს, მე მისი მეუღლე ვარ, თქვენ ვინ ბრძანდებით და რა გადავცეო
მეხუთედ ტიპი მიმტკიცებდა, იმ გოგოსთან არაფერი მაქვსო და სრულიად შემთხვევით მისი სახლის წინ გაჩერებაზე შემხვდა გვიან, მერე გამოტყდა, რომ მასთან იყო.
მეექვსედ .... ეს აღარც მინდა გავიხსენო, იმდენად საშინელება იყო.
ოღონდ ამ ყველაფერზე მე არ მიჩალიჩია საქმეც ამაშია, ყველაფერი ხდებოდა შემთხვევით.
ხოდა რომ მეჩალიჩა და მეძია, ხომ წარმოგიდგენიათ
This post has been edited by Why_Not on 13 Aug 2019, 22:25