დღეს, ველოთი კატაობისას, მძღოლები ისე დაჟინებით მისიგნალებდნენ, მივხვდი, რომ, მათი ფანტაზიისთვის, ზედმეტად მოკლე შორტი მაცვია.
რაღაც მომენტში, ისე დამაბნია ამ დაჟინებამ, ზღვის შესასვლელში, ბორდიურს შევასკდი და ველოს კამერაც კი გავჩხაპნე.
ყურადღების გაფანტვამ იცის

მოკლედ, ბორბალი ჩამეფუშა და ზღვიდან ფეხით წამოვედი.
ეგეც, დილიდანვე, სიარულის 5 კმ.
ხალხი კი იყო მზრუნველი: გოგონა, გადეხმარება ხომ არ გჭირდება? ნასოსი მაქვს, თუ გინდა დაგიბერავ? მეც ქვემოთ ჩავდივარ, თუ გინდა სახლამდე მიგატანინებ ველოს....
მოკლედ, კამერა მაქვს საყიდი და რომ წარმოვიდგინე ბორბლის მოხსნა, მერე კამერის დაყენება, მაზუთში ხელების ამოსვრა... ცოტა კი შემეზარა.
მაგრამ ზღვაზე კატაობას და ხალხთან ურთიერთობას არაფერი სჯობია.
დილიდან უმეტესობა ვინც ვარჯიშობს, ისეთი პოზიტიურია. ვერ გავმაზავ მათთან ერთად ვარჯიშის ერთ დღესაც კი.
წავედი, კამერა ვიყიდო.