ქ/მ-ში მოვკარი ერთ საჭირბოროტო თემას თვალი, მომინდა აზრის დაფიქსირება და არ მყოფნის კომპეტენცია კიარადა, პოსტები თუ რაცაა

))
როცა გწერს , გირეკავს და შეხვედრას გთხოვს ცოლიანი მამაკაცი როგორ უნდა მოიქცე ამ დროს?!
ანუ, მოკლედ რომ ვთქვათ, გაწუხებს.
მე პირადად, დავბლოკე, ყველა მიმართულებით, მაგრამ რომ
არ გაჩერებულიყო, ორი ვარიანტი მქონდა :
1) ან ჩემი მეგობრისთვის უნდა მეთქვა ( აი, in love რომ ვარ, მისთვის)
2) ან პირდაპირ ცოლისთვის ვაპირებდი რომ მიმეწერა
მე ამერიკაში ვცხოვრობ და ეს ტიპიც აქ არის, ქართველია.
საქმიან სიტუაციაში გავიცანი, რეალურ ცხოვრებაში

) და ნორმალური ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ შემდეგ თითქმის 3 კვირა მწერდა, მირეკავდა და ყველაფერს აკეთებდა, რომ თავი მოეწონებინა, ნუ არავულგარულად და დელიკატურად, ოღონდ ძალიან სტრატეგიულად და ჭკვიანურად, ყოფილი ძალოვანია და ამათი “შებმის” მეთოდებიც გავიგე რაც ყოფილა,
ცოტა შემეშინდა, კიდეც.
უამრავი საერთო ახლობელი აღმოგვაჩნდა და არ მინდოდა პირდაპირ და უხეშად მომეშორებინა.
ბოლოს გადავწყვიტე შევხვედროდი , უფრო ზუსტად, დავიბარე, “ჩემს ტერიტორიაზე”, ერთ ბარში , სადაც ყველა მიცნობს და თითქმის 1 წელია, რაც რეგულარულად დავდივარ.
მე დავაგვიანე 2 საათი. მელოდა და გზიდან მომწერა, აბა, ვერ გნახე და წავიდი, რას ვიზამდიო.
მეთქი , მე ახლა მივდივარ.
მობრუნდა გზიდან და რომ მივედი ისევ იქ დამხვდა.
ანუ ტიპი რა მოტივირებული იყო
დაახლოებით 2 საათი “თავბრუს მახვევდა”

))არაფერი გამოუვიდა.
იფიქრა ალბათ, შუაღამისას მხვდება გოგო ბარში , უეჭველი ვუნდივარო

))
არადა , პირველივე დღეს ვუთხარი, რომ მყავს ადამიანი , ვინც ძალიან მომწონს და თითქმის მიყვარს-თქო.
თვითონ ცოლი და ბეეევრი შვილი ჰყავს, არ მინდა დავწერო რაოდენობა

))
და ცოლი უყვარს , როგორც თქვა.
და ჩემთან სურდა მეგობრობა, მხარდაჭერა და საერთოდ ყველაფერი “საინტერესო და მშვენიერი “ - მისი სიტყვებია .
ავადმყოფი!
იმდენად არარაობა იყო ამ თავის მოწონების პროცესში, რომ ყველანაირმა შიშმა გადამიარა.
აღარც ჩემი ბიჭის შეწუხება დამჭირდა და არც მისი ცოლის აფორიაქება.
მეზიზღებით ცოლიანი კაცები, რომლებიც, პირველ რიგში, საკუთარ ცოლს არ სცემთ პატივს და ვითომსიყვარულს ეფიცებით!
მადლობა , ყურადღებისთვის

)
This post has been edited by - on 19 Aug 2022, 18:34