ყველაფერს რომ არ ვართულებდეთ ალბათ , ბევრად მარტივი იქნებოდა ის რასაც ვართულებთ
რაც შეეხება ზოგადად ადამიანს და მის მინუსებს , ალბათ ბალანსი ვერასდროს იქნება თანაბარი
მაშინაც კი თუ ადამიანი, სიცოცხლის მანძილზე არსებული დროიდან გამომდინარე მაქსიმალურად განავითარებს თავის ყველაფერს... შემდგომ დგება დრო ძალიან დიდ ხნიანი ძილის
სანამ ცოცხლები არიან და შეგვიძლია ლაპარაკი არ ვლაპარაკობთ
ბევრ რამეს გავურბივართ , ხასიათებს ვაძლევთ უფლებას ერთმანეთს გული ატკინონ
ეგოს უფლებას იმისაც კი რომ , ხასიათთან შეთანხმებისას ადამიანს საერთოდ აღარ გასცეს ხმა
რომ გავიგებთ რომ მოკვდა მერე ვნანობთ , მერე ველაპარაკებით , და ვამბობთ რომ ცოცხალი რომ იყოს...
ჩემი თავი მხოლოდ იმიტომ მომწონს რომ ძალიან ბევრი რესურსია , კარგი რამეების დასაწყებად , იმდენი რაღაცის განვითარება შემიძლია , როგორც გონებრივი ასევე სულიერი თვალსაზრისით რომ ხანდახან მეშინია არ გავგიჟდე
ჩემი ახლანდელი თავით უკმაყოფილო ვარ და დღეს ცუდი დღეა.
ამ სიტყვებსაც არ აქვს დიდად რამე მნიშვნელობა
უბრალოდ ცანცარებდნენ და დავეხმარე ამ სივრცეში გადმოსროლილიყვნენ

)