ის დრო მენატრება
ცაზე მოფენილი ვარსკვლავების ყურებისას , რომელიღაც რომ მოწყდებოდა და განცალკევებით მიდიოდა სადღაც , მარტო
ალბათ არც მაშინ მჯეროდა მაგრამ მაინც ვუთქვამდი სურვილებს
ის დროც ძალიან კარგი იყო როცა ბევრს არ ვფიქრობდი ძილის წინ, ან თუ ვფიქრობდი ცუდზე არაფერზე
თითქოს უდარდელი სიმშვიდე იყო ისეთი როგორიც არ აზიანებდა ჩემს ტვინს
ვფიქრობ და ბოლო 3 წელია ვარსკვლავებისკენ არც კი ამიხედავს
არასდროს არ მეშინოდა არანაირი პასუხისმგებლობის მაგრამ ეს უკვე ზედმეტია , იმდენი ვიწუწუნე და ვამძაფრებდი ხოლმე როცა რეალურად ისეთი არაფერი ხდებოდა რომ მართლა დამძიმდა რაღაცეები
და ეხლაც იგივეს ვაკეთებ
ამაზე უარესი რაღაცეებიც შეიძლება მოხდეს და მერე მართლა რა იქნება არ ვიცი
პირველივე შესაძლებლობისთანავე წავალ ბათუმში თუნდაც იანვარი იყოს და ღამის საიდუმლო ზღვის წყალქვეშა ენერგიებს მივიღებ
ასწორებს როცა გრძნობ წამებს როგორ იყინება შენი ტვინი და ენერგიებით ივსები