#57604380 · 6 Mar 2021, 22:25 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | რაღაც პონტში ძაან ცუდად ვგრძნობ თავს, მაგრამ არაფერია ბავშვებს ვეხმარები და ბევრ კარგ საქმეს ვაკეთებ არ მინდა სევდიანად შევხვდე ახალ წელს რა. გვერდით ასე თუ ისე მყავს კარგი ადამიანები |
- მე ვიცნობდი ერთ ნამდვილად კარგ ადამიანს, - დაიწყო დუილიომ, როგორც იყო, - ჩვენ ერთმანეთს გულთბილად და გულისხმიერად ვექცეოდით, ადამიანური თვალსაზრისით, რა თქმა უნდა. ჩვენ ჩვენი ადამიანობით ჩამოვიცილეთ ძირითადი მეტოქეები, რამაც საზოგადოებაში ფართო გამოხმაურება ჰპოვა. ჩვენ მუდამ ვიცავდით წინაპართა საუცხოო ტრადიციებს და დიდი ყურადდება დავუთმეთ აგრეთვე მრავალ დადებით ადამიანურ ღირსებას, რაც საწინდარი გახდა ჩვენი უზადო გამარჯვებებისა. მე მაშინ, - თვალები ჭერისაკენ აღაპყრო დუილიომ, - სიხარულითა და ბედნიერებით აღსავსე ჭაბუკი ვიყავი, ჩემი სულიერი ტკივილებითა და აგრეთვე ორივეს გვქონდა, ბოდიშს ვიხდი გამოთქმისათვის, კეთილშობილური ბუნება, აგრეთვე ჩვეული ოსტატობით შეგვეძლო გამოგვეძერწა ჩვენი სათქმელი, ხოლო ეს - კარგია. და თუ ადამიანში უცილობლად კარგ, სასარგებლო თვისებებს შევამჩნევდით, ჩვენ მხურვალედ მივესალმებოდით ამ წამოწყებას.
--------------------
დაე იყოს დღეს მზისფერი, ყველაფერი.
The fox that makes the ravens fly.
საფრანგეთში ძაან ბევრჯერ ვარ ნამყოფი კრუასანი მიყვარს (c) ინსტრუქტორი
|