კურდღელმა სთქვა: ჩირგვში ვზივარ, ვერვინ მოვა ჩემზედაო;
გავიზედე სერზედაო, ბატონი ზის ცხენზედაო;
წინ მეძებრები მოუძღვის, დაგეშილი ჩემზედაო.
დამისიეს, გამომიდგნენ, გავექეცი განზედაო;
აღმართშია მე ვაჯობე, იმათ თავდაღმართზედაო.
ერთმა წუწკმა მეძებარმა კბილი გამკრა გვერდზედაო;
გამწიეს და გამომწიეს, ჩამომკიდეს ცხენზედაო.
მზარეულებს მიმაბარეს, კარგად შესწვით ცეცხლზედაო;
ცალი გვერდი ცეცხლზე იწვის, ცალი - ერბოს ალზედაო,
უყურეთ ამ მსუნაგებსა, რა ყოფა აქვთ ჩემზედაო?
ამარიგეს, ჩამარიგეს წვრილ-წვრილ ლამბაქებზედაო,
ხორცი ხორცად შემიჭამეს, ძვლებს იმტვრევდნენ ცერზედაო.
დილა მშვიდობისა
sophka