უიჰ ააქ რა ამბები და განხილვები ყოფილა
არ არის ადვილი, გაუხეშებული მდგომარეობაც გამომიცდია და პირიქით, არ ვთვლი რომ სუსტი ვარ, ზოგადად ადამიანი ვინც ცდილობს გამოსწორდეს ხხელი გაანძრიოს და ერთ ადგილზე არ იდგეს სუსტად ვერ ჩაითვლება, ზოგადად ცხოვრებაა ასეთი ხან ზემოთ ტალღაზე გადაგაგდებს ხან ქვემოთ, როცა იტყვი ეს მე არ დამემართებაო ან საერთოდ როგორ შეიძლება ეს მე დამემართოსო ზუსტად მაშინ გემართება
ყველაფრი თუ დააკვირდებით ფსიქოლოგიურ პრობლემებამდე დადის, აი ამის სათავე კი შორეულ წარსულში მგონია
ასევე ის რომ მიწასთან და ბუნებასთან კონტაქტი შეწყვიტა ხალხმა, სიწყნარე სიმშვიდე ბუნების ლამაზი ხედები მომენტალურად გადუნებს, ხალხიც გაუხეშებულია ამდენი დაძაბული ვითარების გამო, იმიტომ რომ ერთმანეთის მიმართ აღარ აქვთ ის პატივისცემა და დამოკიდებულება როგორც ძველ დროში, აბა ძველ დროში ვინ იკადრებდა თუნდაც უფროს ადამიანისთვის უკულტუროდ და აგდებულად მიემართათ, აი ახლა რამდენიც გინდა, ჰოდა სწორედ რომ აღზრდაშია დაშვებული ბევრი შეცდომები და დამატებული ამას გარემოც, პლიუს ამას განათლების დონეა დაბალი.
გამოსავალი ჩემს შემთხვევაში ის ვიპოვე რომ მოვცილდი იმ გარემოს რაც ეგრე მაუხეშებდა და ეგეთს მხდიდა, ჩამოვშორდი ადამიანებს ვის მიმართ ნდობა არ მქონდა და ახლა ვცდილობ საკუთარი თავის გამოსწორებას, რა თვისებებიც არ მომწონს, ყველაზე ძნელი სიბრაზის მართვა ყოფილა, ძალიან ბრაზიანი ვარ, ალბათ ეს ის დაგროვილი ემოციებია როცა სკოლის ასაკამდე ხმას არ იღებ და შიგნით იგროვებ და აი შედეგიც, ამიტომ არ ვარგა ემოციების დაგროვება და გამოუხატველობა, არაუშავს მაგასაც მოვუგრიხავ კისერს
უჰ რამდენი ვწერე