Asklipiodotaaფსიქოთერაპევტებთან არ გააგზავნო, უფრო გაჯიუტდება, ეგ ნახუიზე გაგზავნის ტოლფასია, ადამიანს თანადგომა სჭირდება.
აგორაფობია არ არის ეგ, უფრო სოციალურ პრობლემას გავს, ჩემნაირ ასოციალს კიდე ვერ იპოვი საერთოდ ამ ფორუმზე.
არც არანაირი შიშის წამლები არაა საჭირო, შენ თვითონ ხო დაწერე, რომ კი არ ეშინია, ითრგუნება. პირიქით შიშითაც შეიძლება რო უმკურნალო,
ყველა ადამიანს ინდივიდუალური მიდგომა უნდა, მარა ჩემი პირადი გამოცდილებიდან ვამბობ, რომ სიკვდილის შიში ძალიან ძლიერი მოტივატორია, მე მაშინ დავიწყე გარეთ გამოსვლა, როცა მეგონა, რომ ვკვდებოდი.
ჩემ ერთადერთ მეგობარს, რომლსაც ინტერნეტით ვეკონტაქტებოდი, ყელზე ჯირკვალი გამოებერა და კიბო აღმოაჩნდა, მერე მეც კიბოს პანიკური შიში გამიჩნდა, სარკეში ვიხედებოდი და მეჩვეებოდა რომ მეც გამომებერა რაღაც, ზოგჯერ დარწმუნებულიც კი ვიყავი, რომ კიბო მაქვს.
ბოლოს სიკვდილის შიშის გამო დავიწყე გარეთ სიარული, უმოძრაობის დროს სისხლის მიმოქცევა არ აქვს ადამიანს და იმუნიტეტი დასუსტებულია, სიარულით კიდე აქტიურდება და ბევრი დაავადებების თავიდან აცილება შეიძლება.
მოკლედ იმის თქმა მინდა რომ ამ ტაქტიკაში მთავარია იმით შეაშინო, რომ ჯანმრთელობაზე მაგრად დაერხევა, რაც ასეც იქნება, ჩემი მაგალითი შეგიძლია მიუყვანო, 25 წლის ასაკში თირკმლიდან კენჭის გამოსვლა მქონდა, რაც არაადამიანური ტკივილია, ჩვენ დროში სიკვდილი ბევრ ადამიანს უნდა, მაგრამ "წამებით სიკვდილი" არავის არ უნდა.
თუ სადმე წასვლის მოტივაცია არ აქვს, მეც ეხლა სახლიდან ვერ გამაგდებ უმიზნოდ, "უბრალოდ სასეირნოდ", თუ კონკრეტულად სადმე წასასვლელი არ ვარ, ამიტომ ის მოტივაცია შევიქმენი რომ კარფურში პროდუქტებზე ვიარო, სახლიდან რომ არ გადის, საკვებს სხვები აწვდიან ხომ? უნდა დააჯერო, რომ ეს სხვები "ცუდ საკვებს" აწვდიან და თვითონ უნდა აარჩიოს როდის რა უნდა.
და ბოლოს კიდევ ერთი სულელური რჩევა, რომელიც რეალურად ამართლებს, გარეთ გასვლის დროს ეხლაც ვითრგუნები, მაგრამ გარეთ მუსიკის მოსმენით დაცულად ვგრძნობ თავს და ჩემ სამყაროში ვრჩები.
შენს ადგილზე კარგ ნაუშნიკებს ვაჩუქებდი