რომ ველოდე და აღარ გახსნეს სალონები, ავდექი და ელექტრო საკრეჭი გამოვიწერე
თმები ცხოვრებაში პირველად გადავიპარსე და მეღიმებოდა ჩემს თავს რო ვუყურებდი სარკეში, თმები აქა იქ მქონდა მაგრამ იმას სჯობდა რაც იყო
მერე ერთ ადამიანზე მომაწვა ფიქრები და შევიშმუშნე, დავსევდიანი და გული ისევ სიმძიმეებით ამევსო
მერე დავფიქრდი იმაზე რომ, ადამიანს როცა ადამიანი მოენატრება, ესეიგი ოდესღაც მაინც უყვარდა ან უყვარს.. მერე დავფიქრდი იმაზე რომ სისულელეა ეს ყველაფერი და ზოგადადაც...
ავიღე ბექას ნაჩუქარი ვისკი და ჩიქაში დავასხი , ვუყურე დიდ ხანს და გადავასხი
არადა მინდოდა
ბოთლი შევინახე და კომპიუტერთან დავჯექი,ძებნა დავიწყე რამეს ვუყურებ თქო და ერთი სიმღერის სახელი გამახსენდა სადაც ქოვერად რაღაც ფილმის მომენტის ფოტო დევს
გოგო და ბიჭი ყურსასმენებით მაგრამ სახელი ვერ გავიხსენე..
ტაქსები რომ მუშაობდნენ აუცილებლად ავიდოდი თბილისის ზღვაზე, ბათუმში რო ვიყო სანაპიროზე
თავი ბოთლში გამოკეტილი ჯინი მგონია..
არადა ბოთლზე გამახსენდა ის რო თუ ოდესმე მოხდა ის რაც ყველაზე ნაკლებად სავარაუდოა და ალბათ გამორიცხული
სპეციალურად ჩავალ ბათუმში იმისთვის რო ბოთლით წერილი გავუშვა, სპეციალურ ბოთლს შევარჩევ როგორც ძველ ფილმებში
ძალიან დავიღალე ყველაფრით და იმედია მალე დასრულდება ან დაიწყება ყველაფერი თუ როგორც არის
