ძალიან ბევრი შეცდომა მქონია ცხოვრებაში.
ბევრი ისეთი, აი ღამე რო მახსენდება და ძილი მიფრთხება.
ყველა შეცდომის და ყველა სისულელის გამო ასმაგად ვისჯები ხოლმე.
აი დავჯექი სახლში, მე და ჩემი კატა.
კატა, რომელიც ალბათ უფრო მეტად მიყვარს ვიდრე ყველა ადამიანი ჩემს გარშემო.
ადამიანებთან სულ პატარა კომუნიკაციისასაც კი ვფიქრობ რომ საერთოდ ჯობია სახლიდან აღარ გამოვიდე.
ფულის შოვნა რომ არ მჭირდებოდეს, ალბათ ვიზავდი კიდეც
არც ის ვიცი ფული როგორ ვიშოვო, ისე რომ ადამიანებთან აღარ მქონდეს ინტენსიური კონტაქტი.
ალბათ დეპრესიაა, ან რამე ეგეთი.
მართლა, მარტო იმაზე ვფიქრობ რომ ბუღალტერი ჯობდა ვყოფილიყავი.
მოვინდომე აქ სამყაროს შეცვლა და დავრჩი ბოლოს უმწეოდ.
playful - არის ძალიან კარგი სიტყვა. ღმერთო, დამიბრუნე ეგ შეგძლება.
ძალიან მინდა რომ ისეთი ენთუზიაზმი და მონდომება მქონდეს ისევ, როგორც ადრე მქონდა.
დატენვა მჭირდება. თბილისში მგონია რომ ვეღარაფერი მომცემს ენერგიას.
წავიდე? სად წავიდე რო წავიდე და რა ვაკეთო.
Yeap, I'm a lost soul :/