რატომ, რატომ ?როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდი მაშინ გამოჩნდი და როცა ყველაზე მეტად ავფეთქდი შენში ხელი მკარი..
რატომ გამომიყენე ვიღაცის დასავიწყებლად?
ან იქნებ ასე არაა და გეშინია?
რისი, გრძნობების? შეცდომების? მაგის გარეშე ადამიანები როგორღა გვერქმევა?
ზღაპრად გაქციე მაგის ბრალია ეს ჩემი ტანჯვა...
არადა ერთი ჩვეულებრივი გამვლელი გოგო ხარ, თითქოს არაფრით განსხვავებული , მაგრამ საჭირო დროს საჭირო სიტყვა რომ მოვისმინე და რომ შეეხე ჩემს სათუთ გრძნობებს არაჩვეულებრივი გახდი...
რა ძნელია ცხოვრება .... უსიყვარულოდ მე ვერ ვარსებობ და შენ იმ ცეცხლოვან სიყვარულად მიგიღე რაც არასდროს მღირსებია, რასაც თავს ვაჯერებდი ტყუილი ყოფილა შენამდე.
არ იკითხო ვინ ვარ, ქარმა წამომიღო და აქ დააგდო თეთრზე შავით და დაემსგავსა იმ ღრუბლის ფიგურას რომელიც უბრალოდ ფიგურაა , ბუნების მიერ შექმნილი სხვა ყოველგვარი ჯადოქრობის გარეშე
თუ არაფერი ისმის კითხვა, რატომ? რისთვის მოხდა ეს ყველაფერი....
* * *
იქნებ წერა იქცეს ჩემს წამლად, იქნებ ამაში ვპოვო შვება და გულს მალამოდ მოედოს ის "ფურცელზე" გადმოტანილი ემოციები და აზრები რასაც ხმამაღლა ვერ ვიტყვი?
განა მრცხვენია, მერიდება ან. გაგირბივარ, არა
ამას შენც მოგწერდი მაგრამ აზრი არ აქვს ზუსტად ვიცი, ზუსტად ვიცი, როცა გული მზად არაა ვერ მიიღებს ვერანაირ სიტყვებს.
იქნებ ისიც მოხდეს, რომ თვეების და წლების შემდეგ წაგაკითხო ეს ნაწერი და გითხრა - შენ გეძღვნება?
დამიჯერე ეს მოხდება თუ სიცოცხლე გაგრძელდა აუცილებლად გაიგებ.
წახვედი, თან არც წასულხარ მაგრამ წახვედი ისეთი როგორიც ავღრფთოვანდი შენით...
არ ვიცი ამ გრძნობის განცდა ღირდა თუ ისევ ძველებურად გაგრძელება...
მე ისევ ხელახლა შევიდოდი ამ ნავში
This post has been edited by რატომ? on 11 Feb 2020, 07:50