Katana_ აუ წეღან აჩმის რეცეპტს ვეძებდი და შემოვედიი აქ აჩმა რომ ახსენე, როგორ დაემთხვა, ხაჭაპური და აჩმა მიყვარს და აჩმის გაკეთება მინდა დავამუღამო ახლო მომავალში, ჯერ გასაბრტყელებელი ჯოხი არ მაქვს
აუ დოსტოევსკი შენც გიყვარს? ორივე მაქვს წაკითხული
ძაან უცნაურია პატარა უფლისწული და ტომ სოიერი არ მაქვს წაკითხული, არ ვიცი რატომ და ტომ სოიერი წამოვიღე და უნდა წავიკითხო, პატარა უფლისწული მგონი დიდი არ არის და საბაზე ვნახო, არადა არ მიყვარს ელექტრონულად წიგნების კითხვა, თუ არ შევიგრძენი გადავფურცლე, თან წიგნების სუნი ისე მიყვარს, იმედია მომავალში წიგნებს არ გააქრობენ...
მადლობა ტომი გავითვალისწინებ
sophka არ მოიწყინო სოფია, ჩაჯექით მანქანაში და ახლოს სადმე ბუნებაში წადით ბავშვები გაიყვანეთ და განიტვირთები ცოტას
სიმღერები არ გიყვარს? ჩემთვის მისტიკის სამყაროა და სულ მავიწყდება რომ აუცილებელია ჩემთვის და უნდა მოვუსმინო ხოლმე, ეგრევე ხასიათზე მოვყავარ და სხვა განზომილებაში გადავყავარ