dakargulidakarguliერთი წიგნია, ბრაიან ტრეისის "შეჭამე ბაყაყი"
ბევრი არაფერია, მაგრამ 2 იდეა მომეწონა ძალიან
1. ჩამოწერე ის საქმეები რაც გასაკეთებელია (ამას ვაკეთებდი ხოლმე)
2. მერე წაშალე ყველა ის საქმე, რომლის არგაკეთებაც არაფერს დაგაკლებს და შეგიძლია დაიკიდო (მე პირიქით ვაკეთებდი, ყველაფერს ვებრდღვნებოდი ხოლმე)
3. საქმეები გაანაწილე ორნაირად. ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე წვრილმანი
მერე დაიწყე ან ყველაზე რთულიდან, მაგას როო გააკეთებ, მერე დანარჩენები ისე უმნიშვნელო ან ადვილი გეჩვენება, უცებ აგვარებ
ან წვრილებით, თუ ბევრი არაა. და რომ აკეთებ რაღაცეებს, მოტივაციას ზრდის და მერე რთულს ეჭიდები. ნუ ამ დროს სიზარმაცემ არ უნდა დაგრიოს ხელი
მეორე კაი წიგნია, მართლა კაი წიგნი
"ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნება"
მოკლე შინაარსი ასეთია:
ჩვენ ყოველთვის ვნერვიულობთ რაღაცაზე. ასე ვართ მოწყობილები
უნდა ისწავლო აარჩიო ისეთი რამე, რაზეც ღირს ნერვიულობა, დანარჩენი დაიკიდო და არ ინერვიულო
შარვალი დამესვარა? აჩყ. გავრეცხავ
ქვაბი მიიწვა? გავხეხავ
არ მოვდგები და არ დავიწყებ გოდებას რა მთხლე ვარ და ეგ როგორ მომივიდა
ფულს იმდენს ვხარჯავ, რამდენიც მაქვს, და არა იმდენს, რომ ვალები ავიკიდო
აი ძაან საბაზისოთი ისწავლი თავის დაკმაყოფილებას, მერე გაზრდი რესურსს და მოხმარებას რა
კარგია რაიმე შემეცნებითის მოსმენა
მაგალითად ted talk ან რაიმე მსგავსის
ქართული გინდა? flowmaster, ჯეჯელავა, გოგიჩაიშვილი გამოგადგება
რაც რო მოიხოდო რა, ლაითი თემებია, პაწუა ვიდეოები და მეტს სწავლობ
რუსული თუ გესმის, არესტოვიჩს გირჩევ, ოღონდ ღრმა თემებზე ლაპარაკობს, ვრცელი ვიდეოებია და ხმის ტემბრი/ჩაწერა ისეთია, ზოგჯერ უნდა იჯდე და თვალებში შეციცინებდე თორემ შეიძლება ზოგი რამე ვერ გაიგო
ასევე არის ინგლისურად და სხვა ენებზეც
ტედ თოქები არის უფრო წვრილმანი თემა, თითქოს ყველამ ისეც რომ იცის, მაგრამ თავმოყრილი, შეჯამებული, და ადარებ და სწავლობ
და არის ვრცელებიც
ჰობი გაიჩინე კიდე
იქნება ეს ქოთნის ყვავილის მოვლა/კოლექციონირება, თუ საუზმის მომზადება საკუთარი თავისთვის
ასეთი რამეები გეხმარება თავდაჯერებაში
სიტყვაზე მე პიცას გამოვაცხობ და პირს დააბჩენ, ვაუ, რა მაგარია. ამ დროს მე ვისწავლე, რომ ვიცი მეადვილება და არაა რთული
შენ იქნება ისე სწრაფად აუთოვებ, მე დამრჩეს პირი ღია, იმიტომ რომ პრაქტიკა არ მაქვს
ყველაფერი შეგიძლია ისწავლო
მთავარი არის 3 მომენტი
1. ზრუნვა, გრძნობ რომ საჭირო ხარ ვიღაცისთვის ან რაღაცისთვის (შინაური ცხოველი, ადამიანი, ყვავილი)
2. კმაყოფილება - რაღაცას აკეთებ და პროცესი განიჭებს სიამოვნებას. ხან გადაგეხარშება კვერცხი, ხან მიგეწვება. რომ დაამუღამებ, ამ მცირე დეტალებით იკაიფებ, ლამაზ საუზმეს მოიმზადებ თუნდაც, ან ტანსაცმელს დაკეცავ და დაახარისხებ და ა.შ. იქნებ ფიცრებს გათლი და მაგიდას ააწყობ ან ნათურას გამოცვლი, სულერთია
3. თავდაჯერება - რაღაცეებს რომ აკეთებ, და ხან გამოდის და ხან არა, პრაქტიკაში უკეთ სწავლობ, ნაკლებად გეშლება, უკეთ გამოგდის და ხვდები რო არ ხარ $$$, არამედ ადამიანი პლიუსმინუსებით, შეცდომებსაც რო უშვებს (იმიტო რო შეუცდომელი არავინაა) და ხვდები რო რაღაცის გაკეთების ტრაკი გაქვს რა

ყველაფერს ნიჭი არ სჭირდება, ზოგი რამე მონდომებაზეა
და ნიჭიერზე მეტ და უკეთეს შედეგს ბეჯითი დებს