#62529805 · 26 Mar 2026, 15:31 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ადამიანს უნდა ქონდეს უფლება რო დაასრულოს ლეგალურად სიცოცხლე თუ ამის სურვილი აქვს. სახელმწიფოს მხრიდან არის ძალადობა ჩვეულებრივი, როცა მაგ უფლებას ართმევ და არ აძლევ უმტკივნეულო ევთანაზიის საშუალებას, როცა არსებობს ასეთი საშუალებები და იძულებულს ხდი, რო მიმართოს ბრუტალურ და არასაიმედო მეთოდებს, როგორ მეთოდსაც მაგ გოგომ მიმართა და დაინვალიდდა შედეგად.
სავარაუდოდ ახლა იმიტომ მისცეს უფლება ევთანაზიის, რომ დაინვალიდებულია, თორე ისე არ მისცემდნენ საწამლავის გაკეთების უფლებას. მითუმეტეს როცა ახალგაზრდა ადამიანი ეგეთ დღეშია ჩავარდნილი, რო მთელი ცხოვრება უნდა იტანჯოს და ნორმალურად ვეღარ გააგრძელებს დარჩენილ ცხოვრებას, საცოდაობაა რო არ მისცე მაგის უფლება, რო უმტკივნეულოდ გაუშვა ამ ქვეყნიდან.
როცა ცხოველებს აძლევენ ბარბიტურატებს და თიშავენ იმის გამო, რო იტანჯებიან და სხვა გზა აღარაა, იგივე უნდა იყოს ადამიანებზეც დაშვებული ყველგან, სადაც არ ბნელა და ემპათიის უნარი გააჩნიათ.
რა ღლეობაა ეხლა აბა წარმოიდგინეთ რო გოგოს ცხოვრების გაგრძელება აღარ უნდა და მაგის გამო სასამართლოებში განხილვა უწევდა ამდენი ხანი, რო მიენიჭათ უფლება, რო დაეძინებინათ ექიმებს. მარაზმია ჩვეულებრივი. საკმარისი უნდა იყოს ადამიანის გადაწყვეტილების შეფასება, რომ იგი აცნობიერებს თუ რაც უნდა და არაა ფსიქიკური აშლილობის ფონზე მიღებული გადაწყვეტილება, არამედ რაციონალურად აქვს ჩამოყალიბებული, თუ რატომაც აღარ სურს გაგრძელება ცხოვრების.
მითუმეტეს ეგეთ მდგომარეობაში ჩავარდნილ ადამიანებს არ უნდა უწევდეთ ახსნა თუ რატომაც არ სურთ გაგრძელება. ზოგადად, ნებისმიერი მდგომაროება, რაც ცხოვრების ხარისხს ეხება, გამართლებულად უნდა ჩაითვალოს თუ არ სურს ადამიანს ეგეთ მდგომარეობაში ყოფნა. სიმსივნე იქნება თუ თირკმელების დაავადება, თუ არ სურს ადამიანს ქიმიების გაკეთება და დიალიზებზე დაჯდომა, უნდა მისცენ საშუალება რო გარანტირებულად და უმტკივნეულოდ დაასრულოს სიცოცხლე, მითუმეტეს როცა არსებობს მაგის საშუალება სამედიცინო კუთხით.
არავის არ უნდა უწევდეს რუსული რულეტკის თამაში და არაგარანტირებული გზით, თანაც ბრუტალური მეთოდებით თავის მოკვლის მცდელობა. იმასთან ერთად რო მტკივნეულია ნებისმიერი ეგეთი მეთოდი, ასევე არასაიმედო და სარისკოა, რო უფრო უარეს დღეში არ ჩავარდეს ადამიანი თუ გადარჩა, როგორც მაგ გოგოს შეემთხვა.
--------------------
ქალმა თუ საჭმელი არ გამიკეთა სექსის მერე იმას მეორედ აღარ მოვდღნამ, პანჩური ტრაკში და ნახუი სრაზუ. (c)
|