Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
ფსიქოლოგია
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(84)
« პირველი
...
24
25
[26]
27
28
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
სუიციდი ნაწილი VIII
, თვითმკვლელობა
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ultrapercenthood
Cyber
ჯგუფი: Registered
ultrapercenthood
Cyber
ჯგუფი: Registered
წერილები: 1329
წევრი No.: 164621
რეგისტრ.: 30-March 13
#56981812
· 14 Oct 2020, 07:04 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
პროფესიონალები ვინც არ ვართ, გაგვიჭირდება სწორი რჩევის მიცემა,
არადა ეს არაა გამოუვალი მდგომარეობა :yes:
თუ გინდათ უბრალოდ ვინმესთან გასაუბრება ანონიმურად, მომწერეთ პირადში,
როცა სურვილი გექნებათ.. ნებისმიერ საკითხზე :yes:
* * *
საქართველოში მოქმედი სატელეფონო ფსიქოლოგიური მომსახურებები ხშირ შემთხვევაში სამუშაო საათებში მუშაობს, მათ შორის:
განათლების სამინისტროს მანდატურების სამსახურის ბაზაზე არსებული ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24-საათიან ცხელი ხაზზე (08 00 00 00 88) ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დარეკვა კონსულტაციის მიღება;
განათლების სამინისტროს ბაზაზე არსებული ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი: 2 200 220 (3025) და მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი 2200220 (3335), ასევე, სამუშაო საათებში მუშაობს.
* * *
ამავე ფორუმზე დაპინული თემები:
ფორუმზე კონსულტაცია:
კითხვა ფსიქოლოგთან
ფსიქოლოგთან ვიზიტი:
ფსიქოლოგი მირჩიეთ
This post has been edited by
ultrapercenthood
on 14 Oct 2020, 08:05
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
დოჩანა
anything you can do, I can do better
ჯგუფი: Registered
დოჩანა
anything you can do, I can do better
ჯგუფი: Registered
წერილები: 3526
წევრი No.: 233165
რეგისტრ.: 21-June 17
#56982778
· 14 Oct 2020, 14:15 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
იმდენად ვიწყენ რომ მინდება სუიციდზე ფიქრი. რა არის ამ მოწყენის მიზეზი? მოუწყობელი ცხოვრება, არასწორი და არადროული კვება. სოციალური და დასაქმების პრობლემები. ამ ყველაფრის მოგვარებისთვის საჭირო ცოდნამაქვს, მაგრამ რეალიზების არეალი არ არის.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
დოჩანა
anything you can do, I can do better
ჯგუფი: Registered
დოჩანა
anything you can do, I can do better
ჯგუფი: Registered
წერილები: 3526
წევრი No.: 233165
რეგისტრ.: 21-June 17
#56991386
· 16 Oct 2020, 00:33 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
რას ფიქრობთ იმ აზრზე რომ ადამიანს ეშმაკი კლავს როდესაც ის სუიციდს სჩადის? ერთი ბიჭი კორპუსიდან გადახტა და ამბობდნენ ბოროტმა ძალებმა გადააგდესო. რას იტყვით ამის შესახებ?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
LEVABR
Super Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
LEVABR
Super Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 139
წევრი No.: 257920
რეგისტრ.: 17-July 20
#56991789
· 16 Oct 2020, 02:31 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
დოჩანა
არ არსებობს არც ეშმაკი, არც ბოროტი ძალები და არც მოჩვენებები. არსებობს ფსიქიკური გაუწონასწორებლობა, რომლის დროსაც ადამიანმა შეიძლება თავი მოიკლას.
ფსიქიკურად გაწონასწორებული ადამიანი თავს არ მოიკლავს არცერთ შეთმხვევაში.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
CORONER
NotYetDeadUser
ჯგუფი: Registered
CORONER
NotYetDeadUser
ჯგუფი: Registered
წერილები: 1225
წევრი No.: 66931
რეგისტრ.: 9-July 08
#56998303
· 17 Oct 2020, 16:30 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
არ არსებობს არც ეშმაკი, არც ბოროტი ძალები და არც მოჩვენებები. არსებობს ფსიქიკური გაუწონასწორებლობა, რომლის დროსაც ადამიანმა შეიძლება თავი მოიკლას.
ფსიქიკურად გაწონასწორებული ადამიანი თავს არ მოიკლავს არცერთ შეთმხვევაში.
მარტო მე ვთვლი რომ ზუსტად ფსიქიკურად გაწონასწორებული რაციონალური ადამიანისგანაც მოსალოდნელია? :drug:
ენივეი, ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ :boli:
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
LEVABR
Super Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
LEVABR
Super Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 139
წევრი No.: 257920
რეგისტრ.: 17-July 20
#57000820
· 17 Oct 2020, 23:37 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
CORONER
როცა თავს იკლავს მაგ მომენტში არაა საღ გონებაზე. სადღაც მაქვს წაკითხული თუ განაგონი, ჩემს აზრს არ ვამბობ.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
დოჩანა
anything you can do, I can do better
ჯგუფი: Registered
დოჩანა
anything you can do, I can do better
ჯგუფი: Registered
წერილები: 3526
წევრი No.: 233165
რეგისტრ.: 21-June 17
#57013112
· 20 Oct 2020, 15:59 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ძალიან მეზარება ცხოვრება. რისთვის ვიწვალო არ ვიცი, დიდად არც ვწვალობ, მარა მაინც. კიდევ 3-4 ათეული წელი გაძლება არ გინდა?!
მგონი თავდავიწყებაშია ერთადერთი ხსნა, რომ ისწავლო და გატაცებულ იყო რამე საქმით.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
CORONER
NotYetDeadUser
ჯგუფი: Registered
CORONER
NotYetDeadUser
ჯგუფი: Registered
წერილები: 1225
წევრი No.: 66931
რეგისტრ.: 9-July 08
#57013906
· 20 Oct 2020, 18:42 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ალიან მეზარება ცხოვრება. რისთვის ვიწვალო არ ვიცი, დიდად არც ვწვალობ, მარა მაინც. კიდევ 3-4 ათეული წელი გაძლება არ გინდა?!
მგონი თავდავიწყებაშია ერთადერთი ხსნა, რომ ისწავლო და გატაცებულ იყო რამე საქმით.
აი მაგით ვარ დაკავებული, ნებისმიერ წუთს რაღაცას ვაკეთებ, წლებია ასე ვარ. არის მომენტები როცა ფიზიკური და გონებრივი აქტივობებით გადავიწვები ხოლმე, (ფიზიკურში ვარჯიშს არ ვგულისხმობ)
მუდმივად რამდენიმე საქმეს ერთდროულად ვაკეთებ, ეხლაც, რაღაც ფილმი მაქვს ართული, თან ვუყურებ, თან ვწერ და თან ტელეფონში ვტამაშბ რაღაცას. მოკლედ ცოტა ხანი მოდუნება და იქით მივდივარ ფიქრებით...
არაფერს არ აქვს აზრი, მივიზლაზნები სიკვდილისკენ, ნელ-ნელა, კიდევ კარგი უკვდავები არ ვართ, დრო მაინც მოგვიღებს ბოლოს :drug:
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
konkretula
უცნობი ჯარისკაცი
ჯგუფი: Members
konkretula
უცნობი ჯარისკაცი
ჯგუფი: Members
წერილები: 2034
წევრი No.: 105538
რეგისტრ.: 22-November 09
#57020919
· 21 Oct 2020, 19:28 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
სუიციდზე ხშირად ვფიქრობდი თინეიჯერობის პერიოდში, ძირითადად იმიტო მსიამოვნება ამაზე ფიქრი რო ვიცოდი ვიღაცეები ამის გამო დაინატჯებოდნენ :D რაიმე მიახლოებული მცდელობაც არ მქონია, მხოლოდ ფიქრები მქონდა.
მერე ცოტა რო გავიზარდე ძაან მშვიდი და ბედნიერი ცხოვრება მქონდა ამიტო ალბათ 7-8 წელი ეგ აზრი თავში აღარც გამივლია.
ახლა ბოლო 1-2 წელია ისევ სულ პრობლემები მაქვს, ძირითადად პირად ურთიერთობაში, ისეთ ადამიანთან ვარ ვისთან ერთადაც ცხოვრება აუტანელია და თან მის გარეშეც ასევე აუტანელია და როცა მართლა ვერ ვხვდები რა ჯანდაბა ვქნა თავის მოკვლაზე ვფიქრობ, მაგრამ საბედნიეროდ (თუ საუბედუროდ) არ ვარ ეგეთი ძლიერი რო მსგავსი ნაბიჯი გადავადგა და იმედია არც გადავდგავ იმიტომ რომ როცა საღ გონებაზე ვარ და პოზიტიურად ვუყურებ რაღაცეებს, ვიცი რო ცხოვრებას აქვს აზრი თუნდაც ცუდი იყო, მინიმუმ ინტერესის გამო ღირს გაგრძელება
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ლეოპარდი
Super Member
ჯგუფი: Registered
ლეოპარდი
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 726
წევრი No.: 254204
რეგისტრ.: 12-December 19
#57039328
· 24 Oct 2020, 20:52 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ასე თუ ისე სტაბილურად და კარგად ვგრძნობდი თავს ეს ბოლო პერიოდი.
დღეს კი ისევ საფიქრალი დრო ბევრი მქონდა და დავფიქრდი ცხოვრებაზე. კიდევ უფრო კარგად გავიაზრე რამხელა დრო დავკარგე ცხოვრებაში ჩემი ტრავმების გადალახვაში, ერთ ადგილას ფართხალში როცა ჩემს თავში ვერკვეოდი, პირად ურთიერთობებში რამდენი დრო გავუშვი ხელიდან. რაც მისწავლია სინამდვილეში რა უსარგებლო და სისულელე ყოფილა ამ რეალობაში. დავფიქრდი თუ როგორი მარტო ვარ, დამკვალიანებელი და მრჩეველი არასოდეს არც მყოლია მიმართულება მაინც რომ მოეცათ და არც ახლა მყავს რომ ცოტათი მაინც შევცვალო ჩემი ცხოვრება, თან ძალიან მინდა შევცვალო მაგრამ რჩევის მომცემიც არავინ მყავს. არც მეორე ნახევარი და არც უბრალოდ ისეთი საყვარელი ადამიანიც არ მყავს ვინც მომისმენს ბოლომდე. რასაც ქვია ბოლომდე რომ მომისმენს. რომც შევცვალო ჩემი ცხოვრება, რაღასთვის ან ვისთვის ვცვლი, ესეც რომ აღარ ვიცი.
ისიც გავიაზრე, რომ მართალია მე თვითონაც მივიყვანე ჩემი თავი აქამდე ისე რომ ვერ ვამჩნევდი, მაგრამ ერთი ხელის გამომწოდებელიც არავინ მყოლია, ერთი მცოდნე ადამიანი მაინც ვინც დამარიგებდა ცხოვრებაში რამეზე, სულ ჩემით, სულ წვალებით ყველაფრის გარკვევა და რისთვის? რომ ბოლოს აღმომეჩინა თუ როგორ დავენარცხე და როგორი ცარიელი ვარ. რომ არ მიცხოვრია ამ ქვეყანაზე. ნახევარი ცხოვრება გავმაზე. და უკვე მომავალს ვეღარ ვხედავ, როცა ერთ დიდ ნახევარს გამაზავ და ჩაფლავდები, მეორე ნახევარში რაღა უნდა ქნა. ძალა მერთმევა უკვე.
ვფიქრობდი და ვეღარ შევიკავე თავი, წამსკდა ტირილი, ჰაერის უკმარისობა დამეწყო, ფანჯარა გამოვხსენი და გარეთ გადავეყუდე თავით, ფეხზე დგომა გამიჭირდა. წამიერად გამკრა გონებაში "ხომ არ გადავხტე?"... მაგრამ არც მაგის ძალა და გამბედავობა არ მაქვს... "ლეში ხარ, მოსიარულე ლეში", ჩემს თავს ვუთხარი...
არადა მინდა სიცოცხლე. მინდა ეს დედანატირები... ძალიან მიყვარს სიცოცხლე, და ამ სიცოცხლის სიყვარულის გაცვლა მიყვარს სხვებთან ძალიან... მაგრამ ამის ძალაც მერთმევა, გამოსავალს კი ვერ ვპოულობ...
This post has been edited by
ლეოპარდი
on 24 Oct 2020, 21:03
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
littlemiss
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
littlemiss
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 7509
წევრი No.: 190290
რეგისტრ.: 21-August 14
#57041208
· 25 Oct 2020, 01:59 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ლეოპარდი
სულ მქონდა შეგრძნება რო არავინ იყო ჩემ გვერდით მაშინ როცა ძაან ბევრი ადამიანი იყო.
მე უბრალოდ არ ვსაუბრობდი, ვერ ვსაუბრობდი, ყველაფერი ჩემთან რჩებოდა მარა რატომღაც ამას სხვებს ვაბრალებდი.
23 წლის ასაკში კიდე რაღაცებს მივხვდი, საკუთარი თავის იქეთ არავინ მყავს, საკუთარი მშობელიც კი აღარ უნდა დაავალდებულო რომ შენი არსებობის სწავლაში დაგეხმაროს.
მომენტებში მეც ვფიქრობ რომ ყველაფერი ნაცრისფერია, ბურუსით სავსე, დაჭაობებული
მაგრამ დილით როცა მზის სხივებს ვგრძნობ, ამომავალი დღის ანარეკლს, ან წვიმის დროს როცა სუნი მიერთდება, თითქოს თავიდან ვიბადები.
ამიტომ გადავწყვიტე რომ ყოველ დღეს თავიდან უნდა დავიბადო და ყველანაირი უნდა ვიყო, რომ ნაცრისფერი დღეებიც ჩვენი განუყოფელი ნაწილია,გულისტკენაც და სიბოროტეც.
მაგრამ ვფიქრობ
სიცოცხლე მხოლოდ იმიტომ ღირს, ყოველ დღე გრძნობდე სინათლეს,ისე როგორც ცაზე ასევე შენ სულშიც.
უბრალოდ შევეგუე არსებულს, შევეგუე საკუთარი თავის ერთპიროვნულად განცალკევებას.
ყველაფერი კარგად იქნება.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
GIGABYTE77
ქასთმ მემბრ თაითლ
ჯგუფი: Registered
GIGABYTE77
ქასთმ მემბრ თაითლ
ჯგუფი: Registered
წერილები: 726
წევრი No.: 132661
რეგისტრ.: 18-June 11
#57051677
· 27 Oct 2020, 05:00 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ლეოპარდი
QUOTE
არადა მინდა სიცოცხლე. მინდა ეს დედანატირები... ძალიან მიყვარს სიცოცხლე, და ამ სიცოცხლის სიყვარულის გაცვლა მიყვარს სხვებთან ძალიან... მაგრამ ამის ძალაც მერთმევა, გამოსავალს კი ვერ ვპოულობ...
ხელოვნებასთან ახლოს ხარ ლეოპარდო? სხვაგვარად, რამეს თუ ქმნი?
მე მაგალითად მსგავსი გამოხატულება (წერა, ხატვა...) მრგებს ხოლმე, რავიცი...
littlemiss
ეგრეა. მარტო იბადები, მარტო ხარ და მარტოვე კვდები; C'est la vie. თუმცა ხანდახან ისეთი აშკარა, აღქმადი და ხელშესახებია არსებობა, რომ რთულია მისი რაღაც უცნაური, უხილავი კავშირი და კანონზომიერება უარყო.
QUOTE
ყველაფერი კარგად იქნება.
იყო და არის კიდეც საერთო ჯამში, უბრალოდ უარესი და უკეთესი ყოველთვის შეიძლება.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ლეოპარდი
Super Member
ჯგუფი: Registered
ლეოპარდი
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 726
წევრი No.: 254204
რეგისტრ.: 12-December 19
#57059940
· 28 Oct 2020, 18:22 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
GIGABYTE77
QUOTE
ხელოვნებასთან ახლოს ხარ ლეოპარდო? სხვაგვარად, რამეს თუ ქმნი?
არა. აღარაფრის შექმნის რესურსი აღარ მაქვს. ამოვწურე ყველაფერი. წამოვენთები, გავიბრძოლებ საკუთარ თავთან თითქოს, ყურადღებას გადავიტან რამეზე და ერთი დღეს ვერ ვქაჩავ ასე. რაც მიყვარდა ისეთ საქმეზეც აღარ მიმდის უკვე გული.
აღარც სოც.ქსელებში გულახდილად წერა მშველის.
დღითი დღე ვნებდები. დავლპი... უადგილო და უვარგისი ვარ...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
GIGABYTE77
ქასთმ მემბრ თაითლ
ჯგუფი: Registered
GIGABYTE77
ქასთმ მემბრ თაითლ
ჯგუფი: Registered
წერილები: 726
წევრი No.: 132661
რეგისტრ.: 18-June 11
#57063315
· 29 Oct 2020, 05:33 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ლეოპარდი
ვააჰ, არ შეიძლება ეგრე. მესმის, მარა რატომ ხარ უადგილი და უვარგისი?! კაცმა რომ თქვას ეგრე არც არავინაა ნამდვილად ადგილიანი და ვარგისი. საერთო ჯამში, არავინაა მეტა თუ უბრალოდ ფიზიკურად სადმე ან რამეს მაქნისი, მარა რას ვიზამთ. მთავარია რომ დიდად არ ვიდარდოთ ამაზე.
ისე, მე რასაც დავაკვირდი, მაშინ როცა ნამეტანი გადავმწვარვარ და საერთოდ სუნთქვის სურვილიც კი გამქრობია, ცოტა ხნით მაინც უბრალოდ ზურგზე დაწოლას და სრულ სიჩუმეში ყოფნას უშველია. მაგ დროს ცოცხლად და ცხადად გრძნობ რომ სინამდვილეში არანაირი წნეხი არ არსებობს და იკიდებ.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ლეოპარდი
Super Member
ჯგუფი: Registered
ლეოპარდი
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 726
წევრი No.: 254204
რეგისტრ.: 12-December 19
#57069761
· 30 Oct 2020, 12:01 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
GIGABYTE77
QUOTE
რატომ ხარ უადგილი და უვარგისი?! კაცმა რომ თქვას ეგრე არც არავინაა ნამდვილად ადგილიანი და ვარგისი.
მიუხედავად იმისა, რომ მესამედ და მგონი ამჯერადაც ვიცვლი საქმიანობის სფეროს, უფრო პრაგმატული გათვლებით მიწევს ეს გამოცვლაც და მაინც ვერ მოვახერხე ჩემი თავის რეალიზება საქმიანობაში ისე როგორც მე მსიამოვნებს. და ჩემს ასაკში (32 წლის ვარ) ხალხი ასე ადვილად ვეღარ სწავლობს პროფესიას... ძალიან უცხო გარემოში ვარ ზოგადად, ძალიან არასაჩემო წრეში დავიბადე, გავიზარდე და ვცხოვრობ. ჩემი ყველაზე დიდი სურვილი იყო, რომ მყოლოდა ოჯახი და ძალიან მინდა შვილი, მოწოდებით მამა ვარ, ამაში ჩემს ვხედავ ჩემს როლს და არ გამოვიდა ესეც... ერთი ჯანმრთელობა მქონდა ხელშეუხებელი და აივ ინფექციით ინფიცირებამ დამანგრია შინაგანად. არაფერი მაწუხებს ჯერჯერობით, ვსვამ წამლებს, მაგრამ წინასწარ დავასვი ჩემს თავს ჯვარი. ეს ალბათ ბოლო კულმინაციური მომენტი იყო, რომ გავტყდი. და სულ მარტო ვარ. ერთი მონათესავე სული არ მყავს, რომელსაც ბოლომდე გავეხსნები, რასაც ქვია ბოლომდე, და ჩემს ცხოვრების მეგზურად მივიჩნევ...
თუმცა ბოლო გაფრენის მერე ეს ორი დღე გამოვედი მდგომარეობიდან და ცოტა მოულოდნელადაც. სახლში ვბრუნდებოდი ფეხით, ცრემლები მაწვებოდა და სიკვდილი ვინატრე. ქუჩაში ამ დროს შემხვდა ერთი ბიჭი, რომელიც შარშან კლუბ "ხიდში" გავიცანი. იქ ხალხი ერთმანეთს ბევრი ვცნობთ და ყოველ ივენთზე ამ ბიჭს ვხედავდი სულ მარტო რომ იჯდა წაშლილი სახით, მოწყენილი და რაც მთავარია ყოველ მოსვლაზე სულ უფრო გამხდარი იყო. ავადმყოფურ სიგამხდრეზე გამახსენდა, რომ აივ ინფიცირებულები ვინც შიდსის სტადიაში გადადიან, ასე ხდებიან ხოლმე. "ჩვენიანი ხომ არ არის, იქნებ რა უჭირს", გავიფიქრე. გულმა ვერ მომითმინა და მივედი, გამოველაპარაკე და პირდაპირ ვუთხარი: ვხედავ გიჭირს და რა დაგემართა-მეთქი. მოკლედ, აღმოჩნდა, რომ ამ ბიჭს მამა ცუდად ჰყავდა, თირკმელი სჭირდებოდა და ამ ბიჭმა დააპირა მიცემა საკუთარი თირკმლის, მაგრამ ბოლოს ოპერაციის დღეს თვითონ ეს ბიჭი დაფრთხა, შეეშინდა და ვერ დაწვა საოპერაციოდ, მამა კი მოკვდა. იმდენად შეირყა ეს ბიჭი დანაშაულის გრძნობით, რომ თან თავს ვერ ვიკლავ ისეთი მშიშარა ვარო მითხრა, მაგრამ თან განადგურებული რომ არის დადიოდა კლუბში და გარშემო ყველა რომ ერთობა და თვითონ მაინც ვერ მოდის ხასიათზე ასე აწვალებს თავს, თან ჭამა შეწყვიტა, და იმიტომ გახდა ასე საშინლად... გული მეტკინა, კაი ხანს ვიჯექი მასთან და ვუხსნიდი რომ ყველას არ შეუძლია ასე გადალახოს შიში საოპერაციო დანის და საკუთარი ორგანოს გაცემის, ძალიან რთული მომენტია. თან მას მამა მართლა უყვარდა, გამოთქვა სურვილი თირკმელი მიეცა, მაგრამ მერე შეეშინდა. ადამიანმა რომ ვერ შეძლო ასეთი გმირობა და გატყდა, ამის გამო ვერ დაადანაშაულებს ვერავინ, მორალური ბრალი აქ არ არის და ეს მის სიყვარულზე მეტყველებს მხოლოდ, ასე რომ იტანჯავს თავს. ძალიან დიდხანს ვისაუბრეთ, მერე შუა კლუბში ვიდექით ერთმანეთზე გადახვეულები და ვტიროდით. მითხრა, რომ არც არავინ იყო, რომ ასე დალაპარაკებოდა და გაემხნევებინა მაინც, გული ამომივარდა სიხარულისგან როცა ატირებულს თან ეღიმებოდა შვებისგან, ვეცდები რომ მოვბრუნდე ცხოვრებისკენო... და ეს ბიჭი შემხვდა გზაში, უკვე მომატებული, ფერზე მოსული, უფრო გახალისებული და გადამეხვია, შენ ხომ წარმოდგენა არ გაქვს მაშინ კლუბში რომ მესაუბრე, რამხელა ძალა მომეციო... სახლში რომ ამოვედი გვიან, დავწექი და ვერ დავიძინე, ლოგინში დილამდე ვქვითინებდი ჩუმად თან ტკივილისგან და თან სიხარულისგან. დამათენდა იმაზე ფიქრში, რომ მაინც ვვარგივარ ცხოვრებისთვის, არ ვარ ასე წყალწაღებული და კიდევ შემიძლია შემოვიტანო ამ ცხოვრებაში რაღაც დადებითი, ერთი ადამიანისთვის მაინც რომელსაც ძალა მივეცი და უკან დამიბრუნა როცა არ ველოდი... ღირს მაინც ცხოვრება.
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
ფსიქოლოგია
|
იქით
»
Pages:
(84)
« პირველი
...
24
25
[26]
27
28
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0421 ] [ 11 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.