გაგიმარჯოს...

თუ არ გიხატია ადრე, მაშინ დასაწყისისთვის გირჩევ მართლაც ფერებზე ივარჯიშო მათ ჰარმონიზირებაში...
შემდგომ ფორმებიც წამოვა თავისით... ასე აბსტრაქტულ მხატვრობას ეზიარები, ხოლო თუ გენდომება შემდგომ
შეგიძლია ნატურმორტებით დაიწყო იმპრესიონისტულ ამბავში... ნუ ნატურმორტი თუ პორტრეტის ხატვას
ინტერნეტში ისწავლი, სავსეა იუტუბეზე ხატვის სწავლებები, მაგრამ ფერის განცდას როგორც ასეთი ამ სავარჯიშოთი
შესძლებ:
სავარჯიშო...
უნდა აიღო აკვარელის ფურცელი ის უფრო ხაოიანი და სქელია, უნდა დაასველო ორივე მხრიდან ისე რომ ნოტიო იყოს...
და დააკრა დაფაზე ანდა რაიმე "კლიონკაზე"... სისველის გამო კარგად მიეწებება "კლიონკას" ... აკვარელის ფერები უნდა
მოიმარჯვო და ფუნჯით აიღო ჯერ ყვითელი ფერი, უნდა განიცადო თუ როგორ ივსება ამ ფერით ფუნჯი, ფუნჯი როგორც
ხელის გაგრძელება ისე უნდა განიცადო... ხოდა შემდეგ თეთრ ფურცელზე დაადებ ამ ყვითელ ფერს რომელიც განიშლება
ნოტიო ქაღალდზე, ხო ქაღალდის ზემოდან დაადე ეს ყვითელი ფერი და განიცადე თუ როგორ გაიღებს ფუნჯი ამ ფერს
და ასე მიუს მოუსვი ზედა ნაწილზე ფურცლის და წამოიყვანე ნელ ნელა ქვევით ეს ფერი... ასე შუამდე ფურცლისა...
შემდეგ გარეცხე ფუნჯი კარგად და აიღე ლურჯი ფერი და დაიწყე ფურცლის სულ ქვემოდან იგივე განცდებით ამ ლურჯის
დადება, და რაც უფრო ზევით ამოიყვან შუამდე ნელ ნელა უფრო თხლად დაადე ეს ლურჯი ფერი ანუ ცისფერში რომ გადავიდეს..
ეხლა ფერების განცდები: ყვითელი ფერი ზემოდან დაჰყურებს ამ ლურჯ ფერს და ფიქრობს მე ასეთი კაშკაშა ვარ და ეს ლურჯი
ფერი კი რომ შემეხოს გამაჭუჭყიანებსო ასეთი განცდით უახლოვდება ყვითელი ფერი ლურჯს... ლურჯი ფერი კი ფიქრობს ეს
რა ზედაპირულია ეს ყვითელი ფერი თვალებს მჭრისო მე კი უძირო და შეუცნობელი სიღრმებიდან მოვდივარო და ასე უახლოვდება
ქვემოდან ზემოთ ლურჯი ფერი ყვითელს.... ბოლოს ძალზე ფრთხილად მოხდება მათი შეხება და იქ წარმოიქმნება მწვანე ფერი...
შემდგომ რეცხავ ისევ ფუნჯს და იღებ წითელ ფერს ეს წითელი ფერი ძალზედ ძლიერია და თავში მოექცევა ყვითელს შერევისას წარმოიქმნება
ნარინჯის ფერი, შემდეგ წითელი ძირში მოექცევა ლურჯს და წარმოქმნის იისფერს... ასე დააძმაკაცებს წითელი ფერი ყვითელს და ლურჯს...
მიიღებ ფერთა ჰარმონიის განცდას ... ამ სავარჯიშოს ჰქვია ფერთა შეხვედრა...

ანუ სამი ძირითადი ფერი გვაქვს ყვითელი ლურჯი და წითელი..
მათი ერთმანეთთან შერევით კი ვღებულობთ სამ შერეულ ფერს: მწვანეს ნარინჯისფერს და იისფერს.. შემდგომ ამ ჰარმონიის შემდგომ შეგეძლება
ფერების კომბინირება როგორც გსურს და ფორმების შემოტანა....