სამი ეტაპი მქონდა მე:
პირველ ეტაპზე არასერიოზულად ვუყურებდი, სადღაც მარტის შუა რიცხვებამდე არ შემიცვლია ცხოვრების რეჟიმი (უარყოფა)
მეორე ეტაპზე გავაცნობიერე რომ მე კი არ მეშინია და დარწმუნებული ვარ ისე გადავიტან, ვერც ვიგრძნობ, მაგრამ უნდა დავემორჩილო რეკომენდაციებს, რადგან სხვას შეიძლება შევუქმნა პრობლემა და პლუს სამსახურიდან დისტანციურ მუშაობის რეჟიმზე რო გადამიყვანეს და ნახევარ საქმეში იგივე ხელფასს მიხდიან, პასუხისმგებლობა ვიგრძენი (შეგუება)
და მესამე - ამ დისკომფორტისთვის ვეცადე კარგი კუთხით შემეხედა:
დღეში სამჯერ ვვარჯიშობ და ხალხი რო იმატებს სახლში, მე ფორმაში ჩავდექი.
ჯანსაღი კვების რეჟიმზე გადავედი.
დღეში მინ. 6 საათი მძინავს, მათ შორის შუადღესაც.
ალკოჰოლისგან და მარიხუანასგან ვასვენებ ორგანიზმს.
თმის გაზრდას ვცდი.
ყოველთვიური ხარჯები მაქსიმალურად შემიმცირდა და ორი თვე რო გარძელდეს ესე, სესხებს გავანულებ

ესეც მიღება, საკმაოდ მისაღები გახდა ეს საგანგებო მდგომარეობა
This post has been edited by Frankens†ein on 4 Apr 2020, 23:59
Mens sana in corpore sano...