სალამი ყველას, როგორ გაატარეთ დღე?
აღდგომას ყოველთვის მოწყენილი ვარ ხოლმე, ამიტომ არც საჭმელი გამიკეთებია, არც დამილევია, არც ახლობლებში მიქიეიფია,
გარეთ გავედი და მთელი დღეა ველოთი ვკატაობ.
დიდიხანია თავი ასე კარგად არ მიგვრძნია
რასაც ჰქვია, ვიგრძენი რომ ცოცხალი ვარ, თან გაზაფხულია ისეთი, ყველაფერი ყვავის,
ეზოში რომ გახვალ, აყვავილებულ ხეებს და აბიბინებულ ბალახს გახედავ მთელი პრობლემები გავიწყდება.
მოკლედ, ცხრის წუთებზე ამოვედი, პატრულმა არ შეიმჩნია, რომ პირბადე არ მეკეთა.
Lamoracმადლობელი.
გულს სითბო მოაწვა

დღეს, ვერ გავრისკე და მთლად ვაკეში ვერ გავედი, თან დილით მაღვიძარის გამწარებული რეკვის მიუხედავად, მაინც ჩამეძინა.
მაგრამ ველოთი იმდენხანს ვიკატავე, მივხვდი, რომ ისეთ ცუდ ფორმაშიც არ ვარ, როგორც მეგონა და შემიძლია ვაკეში, ველოთი, გასვლა.
კუნთებიც არ მტკივა, უცნაური კია
გუგლმეპზე დაყრდნობით, შემიძლია ვივარაუდო, რომ შენც ჩემსავით ქალაქის ბოლოში ცხოვრობ

დედუქციის მეთოდით, ალბათ ჩემს საპირისპირო მხარეს. ვარკეთილი, ისანი ან სამგორი?