კარფურში, იტალიური პასკა ვიყიდე, ისეთ ლამაზ ყუთში იდო, მადისამღძვრელად გამოიყურებოდა, ვიფიქრე, აი, ისიც ჩემს საოცნებო პასკას მივაგენი. სახლში მოვიტანე, გავხსენი და უკვე გაჭრისას ეტყობოდა, რომ
ისევ ,,ლიტვური საცხობის" ჯობდა.
ასეთი იმედის გამცრუებელი დღე მქონდა
chipmunck*სიამოვნებით, ასეთია ჩემი ბოდიალის ამბავი:
თავიდან საერთაშორისო სამართალმა დამაინტერესა, მაგრამ მალევე მივხვდი რომ კანონის ფარგლებში დიდხანს არ გამომივიდოდა,
აღმოსავლეთმცოდნეობაზე გადავედი და არაბულის სწავლა დავიწყე,
მაგრამ რაც უფრო ახლოს ვეცნობოდი აღმოსავლეთს სულ უფრო ვხვდებოდი რომ კულტურა და ენა კი საინტერესოა, მაგრამ ცხოვრებით იქ ვერ ვიცხოვრებ. ჩემგან შორსაა მათი რეალობა.
გადმოვბარგდი სოციალურ მეცნიერებებში, აქ კი მომწონს, ჩემს პროექტებზე რომ ვმუშაობ მაგარ დრაივს ვგრძნობ, მაგრამ ყოველთვის არ მაქვს საინტერესო პროექტები, ხშირად რუტინული საქმეა და გრაფიკულ დიზაინში გავრბივარ. უფრო შემოქმედებითი თავისუფლება მაქვს.
მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პროფესია მიყვარს, ახლა რომ ვაბარებდე უნი-ში არც ფიზიკოსობაზე ვიტყოდი უარს

ასეთი ბოდიალა ვარ.
სამსახურებზეც ეგრე ვარ, 1,5 წელზე დიდხანს არსად გავჩერებულვარ, როგორც კი დრაივს ვკარგავ, აღარ მაქვს იმის შეგრძნება, რომ რამე საინტერესოს ვაკეთებ, იმ წუთშივე ენთუზიაზმი მეკარგება და ახლის ძიებას ვიწყებ.
საშინელი ხასიათია
მაგრამ იმით ვამართლებ, რომ თუ უბედური ვარ და არ მსიამოვნებს იმის კეთება რაც მიწევს, ასეთ ხელფასს რა აზრი აქვს, ცხოვრება გაიფრენს და მერე კიდევ უფრო უბედური ვიქნები იმის გამო, რაც ვერ გავაკეთე.
avgustaარარეკომენდირებულია, მაგრამ აკრძალული არ არის გარეთ გასვლა.
თან ველოთი სიარულისას, ყველაზე ნაკლებად მაქვს ხალხთან კონტაქტი. პრაქტიკულად, არც მაქვს კონტაქტი, ეულად ვკატაობ
Lamoracდედუქციის მეთოდი ასეთია,როცა ხშირად დადიხარ ფეხით ან დარბიხარ, თან კილომეტრაჟს, ტრეკერზე, თვალს ადევნებ, დახლოებით გეცოდინება რა მანძილია შენი სახლიდან რომელიმე ობიექტამდე,
გუგლმაპში რომ დაგუგლე ახმეტელის მეტრო, ე.ი. ამ ლოკაციასთან, მაინცდამაინც, ახლოს არ ხარ. თან ტრკერმა დიდი მანძილი აჩვენა, ასეთი მანძილი ქალაქს რომელიმე პოლუსზეა ხოლმე, ან ახმეტელიდან ან საპირსპირო მხრიდან