დავიღალე...ამ რეჟიმმაც დამაგდო...
თითქოს ვარ და თითქოს არც...მე-სთვის ვეღარ ვიცლი და შინაგანი უკმაყოფილება მეუფლება...მე_ც ხან საით ასკდება და ხან საით აწყდება...ისიც დავნეული და გაბნეულია...დავიღალეთ ლოდინით და გაურკვევლობით...კიდევ უსუსურობის შეგრძნებით...
ჰო...დინებას, რომელსაც უნდა მივყვეთ მაინც კარგად მივყვებით, მაგრამ მომბეზრდა...
დამოუკიდებლობისკენ მიმავალი აზრები მეძალება ... დრო კი არ მაქვს ჩავუჯდე და გავაანალიზო, ეგება და რამე კარგი მომეფიქრებინა...
გუშინ მესიზმრა მზისგან დამწვრის პირას მყოფი ჩემი ზურგი...შეგრძნება კი გაცრეცილი იყო...ბუნდოვნად მახსოვს...არც მინდა ნათლად გახსენება...რომ ვერ გამოვიდეს, უფრო გული დამწყდება...
ეჰხ...წუწუნი მოუდი მერთვება ამ ბოლოს ყველგან და ყოველთვის...
“ბერძნული სიტყვაა... შეუპოვარი”
wall user