ვუყურებთ მე და სამყარო ერთმანეთს ყოველ ღამით , ვუყურებ და ვერ ვხვდები რა ხდება გარდა იმისა რო დრო გადის
ალბათ თვითონაც მიყურებს და ფიქრობს, რატომ არ ვეხები დროს , როცა ვიცი რომ არ გადადგმული ნაბიჯები დაკარგული დროა რომელიც უკან ვეღარასდროს დაბრუნდება
აი , ასე ვუყურებთ უკვე დაახლოებით 2 თვეა და ვართ , ერთადერთი ვინც შემოიჭრება და არღვევს ხოლმე ამ "იდილიას" ქუჩის თეთრი ფისოა, რომელსაც ღამე გამოჰყავს კნუტები ეზოში და დარბიან აქეთ-იქით , გუშინ წინ ჩემთან თამაშიც მოინდომეს, თუმცა სადილის მერე მივახვედრე რომ ცუდი ძია ვარ და გარბოდნენ ძალიან საყვარლად
იმედია კარგად იქნებიან ისინი ვისაც უბრალოდ კარგად ყოფნა უნდათ და სხვა არაფერი, ამისთვის ბრძოლა არავის არ უნდა უწევდეს
ამაზე მეტი ვისაც სურს, მარტო იმათ უნდა ჭირდებოდეთ ბრძოლა
სისულელეა
და საცოდაობა, ის რაც ირგვლივ ხდება
სხვა ყველა თავს იტყუებს წამიერი სიამოვნებებით თუ ხალხთან კონტაკტით
მთავარი მაინც ის მომენტია როცა თავს ბალიშზე დებ , ან გინდა რომ თავი ბალიშიდან აწიო და ნარნიას თუ არა რამე ნორმალურს მაინც ხედავდე რაც სიმშვიდის საშუალებას მაინც მოგცემს

იმედია მიხვალთ ჭეშმარიტებამდე მოძრაობებით , მე გააზრებული უმოძრაობა მირჩევნია ახლა რამის კეთებას ან ნაბიჯებს რაიმე სახის
თუმცა მაინც მენატრება ხოლმე ხანდახან რაღაცეები რაც სისუსტეში გადის ჩემი აზრით, მარა იყინება და ენძრევა დღითი დღე
არ ვიცი რა იქნება , მაგრამ დაღლას ვგრძნობ ისეთს რომ არ მგონია არსებობდეს ალტერნატივა გამოსავლის , გარდა სხვა პლანეტაზე წასვლის ან კოსმოსში, ან არ ვიცი..
ფაქტია ვზიანდები და ვიზიანებ ყველაფერს,რისი აღდგენაც შესაძლოა ვეღარასდროს მოვახერხო, და ვიცი რომ ერთი სიცოცხლე მაქვს რომელიც, არც კი ვიცი რა ეტაპზეა, თუმცა ვგრძნობ რომ არც ისე ბევრი დარჩა.. მეძინება და ძილი მომენატრა , მინდა შემეძლოს 3-4-5 თვიანი ძილი და შემდგომ ახალი ენერგიებით ცდა რამის, რომ უბრალოდ არ მოვკვდე