თორნიკეეპირველ რიგში ბოდიში. შეგპირდი და ვერადა ვერ დაგიწერე.
თუმცა სჯობს გვიან...
ჩემთვის შენ უგემრიელესზე უგემრიელეს ლიმონის ტარტთან ასოცირდები.
მე რომ ძალიან მიყვარს და შენც რომ უფრო მეტად უნდა შეიყვარო.
ჩემნაირი სუსნიაობის შანსი არ გაქვს, თუმცა წამწამდაუფახულებლად განიჭებ სუსნიამოყვარულ ხალხთა ღირსეულ წევრობას.
სასმელი, ლუდი-წყალივით. ვისკი- ღამით , როცა ფიქრის და წერის განწყობაზე ხარ.
მიუხედავად იმისა, რომ დიდი საძმაკაცო გეყოლება, დარწმუნებული ვარ საუკეთესოდ დროს ზუსტად ღამე და შენს თავთან ატარებ. ასეთ ადამიანს კი, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება არ ეტყობოდეს, დარწმუნებული ვარ ძალიან საინტერესო შინაგანი განწყობები და ემოციები აქვს.
სავარაუდოდ ძალიან იმპულსური, ცოტა შარიანიც, მაგრამ ამავდროულად თბილი და მოსიყვარულე.
მგონია , რომ მეოჯახე ტიპაჟი ხარ, ალბათ და იმედია კარგი პარტნიორი, მაგრამ დარწმუნებული ვარ საუკეთესო მამა . გოგონა თუ გყავს წარმომიდგენია , რომ ზუსტად შენ იქნები მისთვის მთელი სამყარო და დაუმარცხებელი სუპერ გმირი.
ჯიუტობა კოჭებში გეტყობა. გამორიცხულია ,,საქმე'' დაიწყო და ის ბოლომდე არ მიიყვანო.
თავმოყვარეობის ამბავია რა.
თუმცა ეს საერთოდ არ გამორიცხავს, რომ მოზარმაცო იყო და ძალიანაც გეზარებოდეს ამ ,,საქმის'' დაწყება.
შენს შარიანობას კიდევ ერთხელ მინდა დავუბრუნდე. დარწმუნებული ვარ ბევრი ისეთი შარი გექნებოდა მოგროვებული ცხოვრების მანძილზე, ეხლაც რომ არ გეცოდინება რისთვის და რატომ .
კავკასიელების ხვედრია ეს :დ
ის რომ დღევანდელი დღით ცხოვრობ და არ გინდა წამები გამაზო, კეთილგონიერებაზე მიუთითებს.
შენს აზარტულობას რაც შეეხება, მახსოვს ადრე გითხარიბდა მითხარი არ ვარ აზარტულიო, არადა ეხლაც მგონია რომ ძალიან აზარტულიც ხარ და ცნობისმოყვარე.
ეს ორი კომპონენტი რომ არა, ადამიანი მოწყენილობისგან მოკვდებოდა.
შენ კიდევ რაღაც აშკარად არ გავხარ მოწყენილ ტიპაჟს.
ცოტას შეუძლება წაუდეპრესიულებდე, მაგრამ ეგ არაფერი.
ყველას გვაქვს არც ისე კარგი დღეები.
მეტს ვერაფერს ვფიქრობ და წარმოვიდგენ, საერთო კვეთები ფაქტობრივად არ გვქონია თემებში.
ცოტა მერე შეიძლება კიდევ უფრო სხვანაირად დაგინახო