#62689467 · 9 Aug 2026, 20:26 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
"წმინდა გრიგოლი ამბობს: "ღვთივგამოცხადებულიც რომ იყოს სიზმარი და ჩვენ არ მივიღოთ, მოწყალე უფალი არ განგვირისხდება, რადგან იცის, რომ ეშმაკის საცდურის შიშით არ მივიღეთ იგი". წმინდა მამებს მოჰყავთ ასეთი მაგალითი: "ბატონმა სხვაგან გამგზავრების წინ სახლში ერთი მონა დატოვა და მამულის დაცვა მას მიანდო. გავიდა ხანი. ერთხელ, ღამით ბატონი დაბრუნდა და კარზე დააკაკუნა. მსახურს ესმოდა ბატონის ხმაც და კაკუნიც, მაგრამ კარი მხოლოდ დილით გაუღო მაშინ, როცა შეძლო მისი დანახვა. როგორ ფიქრობთ, ბატონი განურისხდა მონას იმღამინდელი საქციელის გამო, როცა ამის მიზეზი გაიგო? რა თქმა უნდა, არა, პირიქით, შეაქო იგი იმისათვის, რომ სიფრთხილე გამოიჩინა. ასევე მიაგებს უფალი სასყიდელს ყველა ადამიანს, რომელიც არ ერწმუნება სიზმარს იმის შიშით, ეშმაკის ხელი ხომ არ ურევია მასშიო"
|