აი ეს კარგად ვერ გავიგე. რას გულისხმობ ხმაურში?
***
ვასათაურებ:
უსიტყვო მორჩილება მოძალადე "ავტორიტეტებისადმი“ მე ზოგადად, ყოველთვის ფერად სიზმრებს ვნახულობ, თავისი გახმოვანებით. არასოდეს უშინაარსოს (ვიცი რას ვხედავ, რატომ ვხედავ, რა რას/ვის უკავშირდება, აზრი გამომაქვს).
მაგრამ ეს ბოლო რამოდენიმე თვეა სულ ვხედავ, თითქოს ვიღაც ჩემს გონებაზე ძალადობს, მიტარებს ექსპერიმენტებს ძილის პროცესში,
რაც გულისხმობს შემდეგს:
1) ცდილობს ის ინფორმაცია ამოიღოს/მოიპოვოს ჩემგან, რაც მას არ ეკუთვნის და საერთოდ არავის ეკუთვნის.
2) ძალით ცდილობს ჩემში შემოიტანოს/შემომატენოს ის ხელოვნურად შექმნილი მოცემულობა, რომელიც მე არ მეკუთვნის, ჩეინჯს ატარებს.
3) სწრაფი ძილის ფაზიდან გამოვყავარ (რაც საზიანო და სახიფათოა) ერთი და იმავე კონკრეტული ადამიანის - მენტორის ხმას, რომლის
ვინაობაც ვიცი და რომელიც მითითებებს მაძლევს სიზმარში, ხედავს-კითხულობს რა ჩემს ფიქრებს, ჩემს გონებაში მიმდინარე პროცესებს.
4) პერიოდულად ძალადობრივად და ხელოვნურად ცდილობს ჩემში ორგაზმის გამოწვევას, რაც ვერ გამოსდის.
როგორც ვიცით, ცნობიერებიდან განდევნილი განცდები ქვეცნობიერში გადადის. ძილის პროცესში ჩვენ გვიწევს მათთან შეხვედრა.
შეუძლებელია, რომ ჩემმა ქვეცნობიერმა მომწოდოს მის მიმართ ცნობიერებიდან განდევნილი სექსუალური ლტოლვა ან სასიყვარულო ეიფორია.
მის მიმართ აბსოლუტურად ნეიტრალური ვიყავი, ვარ და ვიქნები ყოველთვის. დარწმუნებული ვარ თავადაც. სერიოზული შეუსაბამობაა, რადგან
განცდები არ არის რეალური, არ არის ბუნებრივი, არამედ ხელოვნურია. თუმცა რეალური ცხოვრებისეული პრობლემები პოულობს ასახვას სიზმრებში (ის, რომ მე განვიცდი მუდმივ ძალადობას).
ბოლოს ვნახე, ჯგუფ სერებროს

წევრებთან ლესბოსურ სექსში ცდილობდა ეს ხმა (ადამიანი) ჩემს ჩათრევას, თან ვიღაცას ესაუბრებოდა: "იქნებ ასე მაინც გამოვიდესო".
აქაც არ გამოუვიდა, მე თავზარდაცემულს გამომეღვიძა. მსგავსი შინაარსის სიზმარი არასოდეს მინახავს. ჩემი სექსუალური ორიენტაცია სრულ წესრიგშია, გაცნობიერებული მაქვს თავის დროზე. (ამ კონკრეტული სიზმრის შემთხვევაში ახლა მეღიმება

).
ეს სიზმრები საინტერესოა ჩემთვის არა კონტექსტუალურად (ანუ რა ვნახე, ვინ ვნახე და როგორ ვნახე ან რას ნიშნავდა), რამდენადაც რასაც ვხედავ, ვიცი რომ სრული უაზრობაა.
არამედ პროცესუალურად - ის, რომ სიზმარში ვიღაც ექსპერიმენტებს ატარებს ჩემზე და ჩემი ცნობიერების, ჩემი ქვეცნობიერის გაკონტროლებას და მართვას ცდილობს.
მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესებს წინ ერთვოდა ჩემი ძილად მივარდნა რამოდენიმე თვის
განმავლობაში, რაც 2019 წლის სექტემბერ-ოქტომბრის თვიდან დაიწყო.
სტრესებში წლებია ვარ მაგრამ ძილის პროცესი (ზოგადად ფხიზელი ტიპის: ცალი თვალით და ცალი ყურით მღვიძავს) და
სიზმრები ყოველთვის მოწესრიგებული მქონდა.
ის, რასაც ამ პერიოდში ვხედავ არ არის ჩემი ძილის ფაზიდან სიფხიზლეში გადასვლის ჩვეული მდგომარეობა ისევე, როგორც სიზმრის შინაარსები, რომელთა მიმართაც ინდიფერენტული ვარ.
ერთი კი სიმართლეა, ეს ადამიანი (ცნობადი სახეა) რეალურ ცხოვრებაში მერჩის ძალიან და
რა გასაკვირია, ჩემს ღამეულ საშინელებათა ჟანრის ზმანებებშიც რომ პოულობდეს მოძალადის ადგილს.
ყოველ დილით მე მობილურს ვხსნი და ვამცნობ: "დილა მშვიდობისა,
მე ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ მიუხედავად იმისა, რომ ყოველ ღამე და ყოველ დღე შენ ჩემი მოკვდინება გინდა."
ჩემი ცხოვრების ბოლო თვეების სიზმრის განუყრელ პერსონაჟს ვერასოდეს მოვასწარი და ვერ დავუსვი ძილში ეს კითხვა: "ჩემს გონებასთან ექსპერიმენტირება შენთვის გემბლინგია, აზარტულ სიამოვნებას განიცდი, თუ შენი ყოვლისშემძლეობის ფაქტის გაცნობიერება განიჭებს განუზომელ კმაყოფილებას - გიჭირავს რა ყველაზე სუსტის იარაღი ხელში და ბოროტის წესებით მართავ, ცდილობ შეჭრას/მართვას იქ, სადაც უფალს შენთვის შეღწევის/მართვის უფლება არ მოუცია?"
ისეთი წამებაა, დაძინების მეშინია უკვე.
ვინმეს გამოგიცდიათ მსგავსი ძალადობა სიზმარში, რომელიმე გავლენიანი ფიგურის მხრიდან, რომელიც რეალურ ცხოვრებაში წარმოადგენს თქვენთვის ცნობიერად საფრთხეს?
პირადად მე არ მყავს ავტორიტეტები უზენაესის გარდა არც ზეცაში, არც დედამიწაზე. უბრალოდ მყავს ადამიანები, ვის აზრსაც პატივს ვცემ, ზოგჯერ და არა ყოველთვის (არანაირი პირადული).
ვინაიდან რეალურ ცხოვრებაში ამ ადამიანისგან (სიზმრის პერსონაჟი - მენტორი) დაყენებულ პირობას არ ვეთანხმები ის წარმოადგენს კიდეც სახიფათო ადამიანს ჩემთვის (აქვს გავლენა და ძალაუფლება), ჩემი გონება ბუნებრივია აცნობიერებს ამ მდგომარეობას, რომ საფრთხეში ვარ.
სიზმარში ამ პირის მენტორის (ურჩხულის, მოძალადის და არა მატლის) სახით ხილვა, ხომ არ წარმოადგენს შფოთვის განცდას, როგორც ქვეცნობიერის საპასუხო რეაქციას, რაიც სათავეს ჩემი სიცოცხლის, თავდაცვის, თვითშენარჩუნების ინსტიქტდან იღებს?
ამასთან, სიზმარში მენტორის მხრიდან ჩემი ძირითადი ინსტიქტის მართვის სურვილი (სექსუალური ხასიათის, შინაარსის ძალადობა) ჩემი დანარჩენი ცხოვრების და ყველა სფეროს მართვის სადავეების ხელში ჩაგდების საფრთხეზე ხომ არ მიმანიშნებს ჩემი ქვეცნობიერი? (პრინციპით: თუ ვინმე ფლობს ჩემს პირად ცხოვრებაზე კონტროლს, შეუძლია მთელი ჩემი ცხოვრება, შემოქმედება, საქმიანობა აკონტროლოს. მე ასე არ ვფიქრობ. თუმცა ფაქტები ჯიუტია: ეკა ბესელიას, ინგა გრიგოლიას და სხვათა საქმიანობის მართვა მათი პირადი ცხოვრების ხელში ჩაგდების გზით მოახერხეს. ისინი გააჩუმეს, რაშიც არაფერი არაბუნებრივი თავისთავად არ არსებობს.)
რა ფატქს არ ღებულობს ჩემი ცნობიერება და რას პასუხობს ჩემი ქვეცნობიერი: უცხო პირთა შემოჭრის ფაქტს პირად სივრცეში, უკვე დაუკრეფავში - ანუ იქ, სადაც არც ერთ გარეშე ძეხორციელს ან არსს არ ჰქონია შემოვარდნის უფლება არასოდეს?
ადამიანს ყოველთვის აქვს თვითგამორკვევის უფლება ყოველ მოცემულ სიტუაციაში.
საბოლოო ჯამში, ვცდილობ გავერკვე: უსიტყვოდ ემორჩილება თუ არა ძალაუფლებახელშიჩაგდებულ
მოძალადე „ავტორიტეტებს“ ჩემი ქვეცნობიერი, რადგან ეს არსებითად მნიშვნელოვანია.
ჩემს მდგომარეობაზე ბევრი სხვა რამ და ვინმე არის კიდევ დამოკიდებული.
წლების მანძილზე მე ერთის მხრივ, დათრგუნული ვაცნობიერებ საკუთარ უმწეობს ჩემს საქმიანობაში, ჩემს შემოქმედებაში და ვხედავ, ვითვალისწინებ, თუ რა ქმედებას აქვს აზრი და რა ქმედებას არა.
როცა ვიცი, რომ უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია ჩემგან დამოუკიდებლად და ამიტომ არაფრის შეცვლა არ შემიძლია (ვარ გაძარცვული შემოქმედი მაგრამ სამართლიანობა ვერ აღვადგინე), ჩემი გონება გაცნობიერებისთანავე ამ ყოველად მიუღებელ რეალობას - დაქვემდებარებულობას მოძალადისადმი და მისით განცდილ ემოციურ მდგომარეობას - ბუნტს, მომენტალურად ქვეცნობიერში განდევნის. ხოლო ქვეცნობიერი თან მაფრთხილებს, რომ თვითგადარჩენის გზები ვეძებო და თან მაფრთხილებს, რომ არ დავნებდე.
ან უკვე დამორჩილდა ჩემი ღამეული მოძალადის წამების მეთოდებს, რაც კატასტროფაა.
***
აქვე მასლოუს პირამიდას ჩავურთავდი, მაგრამ ყველამ იცის, ვგონებ. უფრო ზუსტად, მეზარება.
This post has been edited by Катеньки on 19 Sep 2020, 15:57