#56580368 · 20 Jul 2020, 21:55 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (ThousandWords @ 30 Jun 2020, 00:25 ) | თქვენი რჩევა მინდა ერთ საკითხზე მესმის შემიძლია ფსიქოლოგსაც ვკითხო მარა სხვების აზრი მაინტერესებს და მადლობელი ვიქნები.
წარმოიდგინეთ რომ პირი სახელად გიორგი, ნაწყენია მეორეზე სახელად ირაკლი იმიტომ რომ ირაკლის ქმედებამ გიორგის რაღაცის გაკეთებაში ხელი შეუშალა (დაუშვათ პირობითად ლურჯი სახლის აშენებაში). გიორგი ნაწყენია ანუ ირაკლიზე.
მაგრამ არის ორი გარემოება: - ირაკლიმ არ იცოდა რომ თავისი ქმედებით კონკრეტულად ლურჯი სახლის აშენებაში ხელს უშლიდა გიორგის.
- და ბოლოს გიორგიმ ბევრი რამ არ გააკეთა იმისთვის რომ ირაკლის მისთვის ხელი არ შეეშალა.
ეს გარემოებები, ამსუბუქებს თუ არა ირაკლის ბრალს იმაში რომ მან გიორგის ლურჯი სახლის აშენებაში ხელი შეუშალა? |
გააჩნია რა ბმა არის გიორგისა და ირაკლის შორის, ძმაკაცია, მეგობარია, მეზობელია, მტერია თუ ვინაა.
ძალიან ბევრი პარამეტრია რასაც მნიშვნელობა აქვს ასეთ საკითხში, არის რაღაც კონკრეტული მორალური დაუწერელი ვალდებულებები, რაც კონკრეტულ სიტუაციებში ავალდებულებს "ადამიანს" რომ მოიქცეს შესაბამისად.
პასუხი ასევე დამოკიდებულია რეგიონზე, თუ სად იმყოფება ეს ორი ადამიანი, ასევე წარმომავლობაზე, თუ საიდან არიან, შესაძლოა პოზიციაზეც - თუ სად და "რად" მუშაობს თითოეული, და კიდევ ბევრ ისეთ პარამეტრზე, რაც არ გითქვამს, თუმცა ცნობილი უნდა იყოს, რომ ამ ამოცანას მეტნაკლებად აზრიანი პასუხი გაეცეს.
კონკრეტულად თუ ეს ლურჯი სანთელი ფინანსური საკითხია, ასევე ამ ორი ადამიანის ფინანსებსაც მნიშვნელობა აქვს.
ცალსახად ლურჯ სანთელს მხოლოდ ლურჯი სანთლის ჭრილში თუ განიხილავ, და ძალიან მარტივია არავალიდური პასუხის მიღება ასეთი მწირი აღწერის შედეგად, ასევე რაც მთავარია, 99% პასუხისა სულ სხვა პირადი ანალოგიის მიმართ იქნება გაცემული. ამიტომაც მეტი კონკრეტიკაა საჭირო
This post has been edited by simplename on 20 Jul 2020, 21:57
--------------------
I have a simple name
|