ანუ,
ბუნებასთან ახლოს რომ ხარ
კომფორტულად წევხარ და შენგან 2 მეტრში ფოთლებზე და ბალახზე დაცემული ახლად დაწყებული წვიმის წვეთის დაცემის ხმა მკაფიოდ რომ გესმის
რაღაცებზე დამოკიდებული რომ აღარ ხარ
იცი, რომ შენი საქმე გააკეთე
იცი, რომ დედა გაიღვიძებს და გაიღიმებს
იცი, რომ მამა მოვა სამსახურიდან და ისევ მოგიწევს მიეხმარო მანქანიდან რაღაცების გადმოტანაში
რავიცი.
კარგად ვარ
მადლობა მანდ, მაღლა.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
7 წლის მერე პირველად ვარ ოჯახთან ამდენი ხნით.
მგონი ბავშვობის შეგრძნებებს მახსენებს ეს ყველაფერი, იმ ზრუნვას და სითბოს, რაც ამ წლების მანძილზე მაკლდა.
არსად აღარ მინდა წასვლა.
This post has been edited by PoisonnIvy on 27 Jul 2020, 00:49