პერიოდულად მაქვს შეგრძნება, რომ უჩემოდ მიდის ცხოვრება საქართველოში და მე ამოვარდნილი ვარ ყველას კონტექსტიდან : ჩემი ოჯახის წევრების, მეგობრების...
ვცდილობ, არ ავყვე ამ ტიპის ფიქრებს.
ზუსტად იგივე მჭირდა მოსკოვში ცხოვრების დროს , რამდენიმე თვეც ვერ გავძელი და რომ დავბრუნდი უბედნიერესი ვიყავი.
დღეს სულ სხვა რეალობა მაქვს, ბევრად ჯანსაღი და ადეკვატური, საბუთების დასრულებამდე უნდა მოვითმინო და ეს დრო ჩემთვის სასარგებლო საქმეებისთვის
გამოვიყენო.
გონება უნდა გავააქტიურო, სენტიმენტები სხვა რამეებში ჩავდო.
პ.ს. რამდენიმე ტიპაჟი გამოიკვეთა

))) ასე, შეიძლება, სასურველამდეც მივიდე, ან არც.
დღეს და ხვალ დავისვენებ და ორშაბათიდან დეტალურად დავგეგმავ, 24_მდე რას ვაკეთებ.