სხვენამდე ეს იყო-ვზივარ ხატვის ლექციაზე,ვხატავ რაღაცას გაქაჩული,მხარზე მეხება რბილი,ხორბლისფერი თითები,ზომიერი ფრჩხილებით.
თავის მობრუნებას ვაპირებ,მაგრამ ჩურჩული მესმის-ზედმეტი ქაღალდი არ გაქვს?
ვიქექები ლეპტოპის ჩანთაში,ვიღებ ფურცელს და მხარსუკან ვიწვდი,თავმოუბრუნებლად.
მართმევენ.
ხუთიოდე წუთში ვხედავ მხარზე როგორ მეხება გაკეცილი ფურცელი.
ვართმევ.
ვშლი.
ხატია კიბე,ძველი სამერცხლური,გატეხილი სკამი და ძველი,ხავერდგადაკრული მტვრიანი დივანი.
შემდეგ მაჯაში მკიდებენ ხელს.
თავს ვაბრუნებ-ჩალისფერთმიანი,კაფანდარა ქალიშვილია,ღრმა თაფლა თვალებით,ლილისფერი ქვედაბოლო და ფირუზისფერი,გულამოღებული თხელი სვიტერი აცვია,შიგნით ღია ცისფერი პერანგი.
საერთოდ არ ვიცნობ.
უხმოდ მივყავარ სადღაც,აბლაბუდებით და სიბნელით სავსე დერეფანში,ხან რას გადავაწყდებით და ხან რას.
ძველი,ხის მოაჯირით და ღრჭიალ ხმით ვხვდები რომ კაიხნის დაძველების კიბეზე ავდივართ.
კარებს აღებს.
ბინდით სავსეა სხვენი,ყველგან ძველისძველი დამტვერილი ავეჯი და მაკულატურის შეკვრები ალაგია.
იღრუბლება,ყრუდ ისმის ქუხილი,ნიავი ავსულივით იწყებს თარეშს გატეხილ სარკმელში.
წინ მიმავლის გაშლილი თმის ღვედი სახეში რბილად მხვდება და მუხლებში ჟრჟოლას და სისუსტეს ვგრძნობ...
ეს ჩემი ფანტაზიაა,დანარჩენი უკვე იცი.