იუთუბმა ამომიგდო ეს უდედა#####ულესი სიმღერა და გამახსენდა ქუჩის მუსიკის ფესტივალი თავისუფლება-რუსთაველზე რო იყო, მაშინ შეასრულა დამწყებმა ბენდმა ძალიან მაგრად ეს , თან სოლისტი გოგო იყო და უნაკლო იყო.
მახსოვს ლუდს ვსვამდით, მთელი ქუჩა სავსე იყო ახალგაზრდა როკის მოყვარულებით შესაბამისი ჩაცმულობით და მამაო მოვიდა ალბათ ეს სატნების განწყობით, მე მამაოს სახეს ვაკვირდებოდი მაინტერესებდა რეაქცია, დაახლოებით ორი წუთი უყურა ახალგაზრდობას და გაეღიმა სიხარულის მიზეზით, მიუხედავად იმისა რო მეტალი გრუხუნებდა ზუსტად მაგ მომენტში, სხვა დროს არ მახსოვს მაგ ორ ქუჩაზე ამდენი დადებითად განწყობილი ახალგაზრდა ადამიანი ყოფილიყოს და თან ყოველგვარი ნიღბის გარეშე ბოლომდე გულწრფელები, კარგი დღეები იყო.