
მეექვსე მცნება: არა კაც-კლა. ათივე მცნება იმდენად ნათელია და მარტივად გასაგები, ზედმეტად მიმაჩნია საუბარი.
თუმცა... აბა ვიღაცამ ვიღაცა ხომ უნდა "გამოიყენოს" და მერე ყველა ერთმანეთს ხომ უნდა "გამოადგეს", რათა საერთო მიზანს მიაღწიონ?
აბა ვიღაცამ ვიღაცას ხომ უნდა "გამოაყენებინოს" თავი, რომ მერე მიუბრუნდეს, ხელში ჩაიგდოს მისი ცხოვრება და იქით გამოიყენოს ისე, ჯერ
რომ არავის გამოუყენებია: ჯერ თავი "გამოაყენებინოს" და მერე იქით გამოიყენოს აი ამ უბადრუკ არსთან ერთად, მისგან შთაგონებულმა და
მასთან გარიგებაში მყოფმა... სინამდვილეში ბოროტი იყენებს ყველას.
ადამიანებს არა აქვთ ერთმანეთის გამოყენების უფლება დანაშაულში, რადგან დანაშაულს და მის მოტივს არ გააჩნია არსებობის უფლება, არც ერთ შემთხვევაში.
ჩვენი შემოქმედის - საწყისის ღალატი არის მიზეზი, საიდან იწყება ყველა სახის დანაშაული. რამეთუ ყოველგვარ დანაშაულს შთააგონებს ბოროტი არსი.***
1966 წლიდან 2004 წლამდე ჩატარებულმა გამოკითხვებმა დაადგინეს, რომ ამერიკელთა დაახლოებით 80% ფიქრობს,
რომ ჯონ ფიცჯერალდ კენედის მკვლელობა შეთქმულების შედეგი იყო. განზრახვა ვიღაცას უნდა მოეყვანა სისრულეში.
ვინ იყო სავარაუდო შემსრულებელი? - ლი ჰარვი ოსვალდი. ოსვალდს რომ გადარცენილიყო და სასამართლო შემდგარიყო,
მას სავარაუდოდ "მოტივთა მთელი თაიგული" აღმოაჩნდებოდა პრეზიდენტის მკვლელობისთვის, ან შურისძიებისთვის.
შემსრულებელი - ოსვალდი როგორ მოიშორეს თავიდან? - ჯეკ რუბის ხელით, რომელმაც პრეზიდენტის მკვლელი გაუშვა გაღმა.
რა ბედი ეწია ჯეკ რუბის? რუბი ციხეში გარდაიცვალა 1967 წელს, ახალი სასამართლო პროცესის მოლოდინში.
მოკლედ, როგორც ხდება ხოლმე შეთქმულების დასამალად ან/და წინასწარგანზრახული მკვლელობის საქმის ჩასაფარცხად...
***
ვინ იყო კენედის მკვლელი - გრიფით საიდუმლო დოკუმენტები
https://ghn.ge/news/189597
ლი ჰარვი ოსვალდმა 1963 წლის 28 სექტემბერს, მეხიკოში, საბჭოთა კავშირის საელჩოში, სატელეფონო ზარი განახორციელა, რომელსაც იმ დროს ამერიკული სპეცსამსახური ფარულად უსმენდა. ოსვალდი კონსულ ვალერი კოსტიკოვს ესაუბრა. მოგვიანებით, 1-ელ ოქტომბერს საელჩოში კიდევ ერთი ზარი გაისმა,
რა დროსაც თავდამსხმელმა „ვაშინგტონში ტელეგრამასთან“ დაკავშირებით სიახლეების შესახებ იკითხა, რაზეც პასუხად მიიღო, რომ მოთხოვნა გაგზავნილია,
თუმცა პასუხი ჯერ არ არის. - ამის შესახებ საუბარია ამერიკის შეერთებული შტატების სამთავრობო არქივის მიერ გასაჯაროებულ გრიფით საიდუმლო დოკუმენტებში.
აშშ-ის 35-ე პრეზიდენტის ჯონ ფიცჯერალდ კენედის მკვლელობისთვის გასამართლებული ლი ჰარვი ოსვალდი 1959-1962 წლებში მინსკის რადიოქარხანაში
მუშაობდა და რუს მარინა პრუსაკოვაზე იყო დაქორწინებული, თუმცა საბჭოთა კავშირის მოქალაქეობის მინიჭებაზე უარის მიღების შემდეგ, იგი ამერიკის
შეერთებულ შტატებში დაბრუნდა.
ჯონ კენედი ტეხასის შტატის ქალაქ დალასში 1963 წლის 22 ნოემბერს მოკლეს. ოფიციალური ვერსიით, მკვლელი ყოფილი საზღვაო ქვეითი ლი ჰარვი
ოსვალდი აღმოჩნდა, რომელმაც გამოძიების ვერსიით, პრეზიდენტის კორტეჟს ცეცხლი 3-ჯერ გაუხსნა.
ლი ჰარვი ოსვალდი კენედის გარდაცვალებიდან 1.5 საათში დააკავეს, თუმცა ის 24 ნოემბერს საპატიმროში გადაყვანის დროს, ერთ-ერთი ღამის კლუბის
მეპატრონემ, ჯეკ რუბიმ, პრეზიდენტის მოკვლის გამო, თითქოს, შურისძიების მოტივით ჩაცხრილა.
ჯონ კენედის მკვლელობის საქმის 3000-მდე დოკუმენტი გასაჯაროვდა. განკარგულებას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოაწერა ხელი.
2891 დოკუმენტი უკვე ნაციონალური არქივის ვებგვერდზეა განთავსებული.
მანამდე, 24 ივლისს იგივე ბაზაზე 3 900 დოკუმენტი აიტვირთა. თეთრი სახლის ინფორმაციით, 2018 წლის ბოლომდე საქმიდან კიდევ რამდენიმე
ათასი მასალა გასაჯაროვდება.
გავრცელებული ინფორმაციით, სპეცსამსახურებმა პრეზიდენტი ტრამპი დაარწმუნეს, რომ ყველა დოკუმენტის გამოქვეყნება ამ ეტაპზე არ შეიძლება,
ამიტომ დანარჩენ დოკუმენტებს გამოძიების ფედერალური ბიურო და ცენტრალური დაზვერვის სამსახური 180 დღის განმავლობაში შეისწავლის,
რის შემდეგაც ისინიც საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდება.
1992 წელს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა კენედის მკვლელობის საქმეზე სპეციალური განკარგულება მიიღო, რომლის მიხედვითაც,
კენედის მკვლელობის საქმის არქივის გახსნა 25 წლის შემდეგ 2017 წელს იქნებოდა შესაძლებელი.
***
გამოძიება
10 თვიანი გამოძიების შემდეგ, უორენის კომისიამ დაასკვნა, რომ ოსვალდმა მოკლა კენედი და რომ იგი მოქმედებდა სრულიად მარტო, დამოუკიდებლად.
ასევე ისიც გაარკვიეს, რომ რუბი მარტო მოქმედებდა ოსვალდის მკვლელობაში. კენედი იყო მერვე პრეზიდენტი, რომელიც გარდაიცვალა თანამდებობაზე
ყოფნის დროს, ხოლო მეოთხე (ლინკოლნის, გარფილდისა და მაკკინლის შემდეგ) ვინც მოკლეს. ვიცე პრეზიდენტი ლინდონ ჯონსონი ავტომატურად გახდა
პრეზიდენტი კენედის გარდაცვალების შემდეგ.
მოგვიანებით გამოძიებამ, შეერთებული შტატების მკვლელობის პალატის კომიტეტმა (HSCA) უორენის კომისიასთან შეთანხმებით დაასკვნა, რომ დაზიანებები, რომლებიც კენედიმ და ჯოკ კონალმა მიიღეს, ლი ჰარვ ოსვალდის მიერ თოფის სამმა გასროლამ გამოიწვია, მაგრამ მათ ასევე დაასკვნეს, რომ კენედი, სავარაუდოდ, შეთქმულების შედეგად მოკლეს. აუდიოჩანაწერის ანალიზმა მიუთითა დამატებითი ცეცხლსასროლი იარაღის არსებობის შესახებ და, შესაბამისად, დიდი
ალბათობაა იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტზე თავდასხმა მომხდარიყო არა ერთი, არამედ ორი შეიარაღებული პირის მიერ.
This post has been edited by Катеньки on 1 Mar 2021, 16:20
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი შენი მხევალი ეკატერინე.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ.