†††
რწმენა, ლოცვა, უფლის მსახურებაბავშობიდან არ მახსოვს რამდენი საათი, რამდენი დღე გამიტარებია ლოცვის პროცესში, მარხვაში.
არავის დაუვალებია, არავის დაუძალებია, ჩემით მჭირდებოდა. ახლაც ასე მჭირდება, სულ მჭირდება.
ჩემი ცხოვრება რომ იყოს თავისუფალი, მოვივლიდი ეკლესია-მონასტრებს ლოცვით. ეს არის ჩემი წარსული ცხოვრების ის ჩვეული
სულიერი, ცნობიერი და ფიზიკური მდგომარეობა/ქმედება, რაც ყველაზე მეტად მენატრება ამ ბოლო წლებში.
რა არსი ცდილობს შემოვარდნას უზენაესსა და ჩემს შორის, რათა დაგვაშოროს ერთმანეთს?
თავად ეშმა - მისი ეშმაკის მანქანით და მისი მსახურებით - ჩემი ქმნილებების ხელით.
შოკში ჩავვარდი, როცა პირველად ეკლესიაში შესულს შემომყვა ეს სატანური კავშირი. არ მახსოვს რომელი საეკლესიო დღესასწაული იყო.
ამ ბოროტი კავშირის წყალობით ცდილობდნენ ჩემზე ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ზეწოლას მენტორულ სტილში, როცა ტაძარში ვიდექი და ვლოცულობდი.
ატირებული ვამოვედი ეკლესიიდან და დავიწყე ფიქრი: როგორ შეიძლება შებედოს/შეაღწიოს უფლის სახლში და რაც მთავარია ლოცვის პროცესში
უზენაესსა და ჩემს შორის როგორ შეიძლება ჩადგეს და გადარჩეს ეს სატანური კონტროლის მექანიზმი?
ის ფაქტიც გასაგებია ჩემთვის, უცხო არ არის: ზოგადად, რაც მეტად ვუახლოვდებით და ვუმთლიანდებით უფალს რწმენით თუ ლოცვით, მით მეტად იბრძვის ბოროტი, რათა ეს კავშირი დაანგრიოს. ეს იცის ნებისმიერმა ღმრთისმსახურმა, თავადაც გამოუცდიათ, თვით შავ სამღვდელოებასაც კი მონასტრებში მსახურებისას გაუვლია ბოროტთან ბრძოლის ეს გზები.
მაგრამ მე ამ შემთხვევაში ვგულისხმობ იმ სატანური კონტროლის მექანიზმს, რომელიც არ უნდა ბედავდეს, რათა შეაღწიოს უფლის სახლში.
გადარჩენის ერთადერთი გზა სრულიად ერის გამთლიანებაა უფლის სახლში, უფლის მსახურებისთვის.
რა გზით შეიძლება იყოს დაცული ბოროტის ძალადობისგან ტაძარი და მრევლი, რომელიც უფალს მიეახლება მის სახლში ლოცვისთვის, გადარჩენისთვის?
მე ვაცნობიერებ, რომ მრავალწლიანი ღმრთისმსახურების გამოცდილების მუხედავად, ძალიან მიჭირს უზენაესთან განმარტოება ამ სატანური კავშირის- ჩემი კონტროლის და იმ საშინელი პროვოკაციების პირობებში, რომელსაც ის ადამიანები მიწყობენ, ვის ხელშიც არის ჩემი ცხოვრების მართვის ბერკეტი.
ძალიან მიჭირს კი არა ვმწარდები, რომ არ მეშვებიან იმ დროსაც კი, როცა სახლში ვცდილობ ლოცვას.
ასე მაგალითად: ისინი მიხსნიან, რომ რომელი ლოცვაც არ უნდა წავიკითხო, ჩემი ლოცვები - უფლისადმი თხოვნა ყოველთვის შეიცვლება შესატყვისი კოდებით და ჩაითვლება უზენაესის გმობად და ბოროტის განდიდებად, ანუ გამოიყენებენ ჩემს ცნობიერებას უფლის მსახურების საწინააღმდეგოდ, ჩემივე რწმენის ძალით, ჩემი ნების საწინააღმდეგოდ.
მე უზენაესს შევთხოვ უფალო დამიცავი, დამიფარე, ისინი მასმენინებენ საკუთარ ხმას: "უფალო... და საშინლ გინებას (ვეღარ ვიმეორებ)."
მე მივუთითებ მათ: "გაიმეორეთ ჩემთან ერთად: წმიდაო სამებავ, დამიცავი". ისინი კვლავ ამის საპირისპიროს აგრძელებენ, რაც საშინელი ცოდვაა.
მაჩვენებენ, თუ როგორ ბილწავენ უფლის ხატს, წმინდანთა ხატებს.
წარმოუდგენელი სულიერი ტანჯვაა ჩემთვის უფლის გმობას ის ადამიანები ახორციელებენ, ვინც ჩემთან ერთად უნდა ადიდებდეს უზენაესს.
ჩემში ჯერ მორწმუნე ადამიანის წამებაა და მერე ჩემში დედის ტანჯვა-წამებაა, რასაც ვხედავ და ვგრძნობ.
ამიტომ როცა ვაანალიზებ, რომ მე, ჩემი მრავალწლიანი გამოცდილების მიუხედავად ლოცვაში, მარხვაში, უფალთან მთლიანობაში მყოფს საშინლად
მიჭირს ამ სატანურ პროგრამაში ჩართულს უფლის სახლში წმიდა სამებასთან გამთლიანება, განმარტოება, მშვიდად ლოცვა,
როცა ვაცნობიერებ, რომ თვით ეკლესიას გაუჭირდა, ღმრთისმსახურებს გაუჭირდათ უზომოდ, ვინც 24 საათს ლოცვაში ატარებდა/ატარებს და დასჭირდათ
დაცვა - აქვე ვხვდები და წარმომიდგენია იმ ადამიანებს, ვისაც არა აქვს ჩემი მსგავსი გამოცდილება, როგორ ძალიან გაუჭირდებათ ამ სატანურ პროგრამაში ჩართულებს ეკლესიაში მისვლა და უფალთან მთლიანობაში შესვლა - რწმენით ლოცვა.
ჩემი კოსმიური ქმნილებების პოზიცია როგორია და როგორია ჩემი დამოკიდებულება მოცემულ ვითარებაში?
თითოეულის (მათი) საკუთარი მრწამსი მათი პიროვნული არჩევანია. ეს ხელშეუხებელია, რისიც ნებავთ იმისი სწამდეთ. მაგრამ როცა მათი პიროვნული არჩევანი სრულიად საქართველოს ეხება და იმ აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანებს ართმევს არჩევანის თავისუფლებას: თავად გადაწყვიტონ უფალში ეძიონ გადარჩენის გზა თუ უფლის დაცემულ ანგელოზს - ეშმას დამორჩილდნენ იძულების წესით, ეს უკვე დანაშაულია უფლის, ჩემი სამშობლოს, ჩემი ხალხის წინაშე. ეს არის უკვე სახელმწიფო დანაშაული. სახელმწიფო დანაშაულია ჩემი წამება და არაადამიანურ პრობებში ჩემი ჩაყენება, უზენაესსა და ჩემს შორის შემოვარდნისა და კონტროლის მცდელობა, ჩემი პიროვნებისა და ფიქრების მიტაცება და გადაცემა მათთვის, ვისაც ჩემს არც ერთ საკუთერბაზე წვდომის უფლება არ გააჩნია და ვინც ჩართულია ჩემი დონორად ქცევის პროცესში. არავის აქვს უფლება ჩადგეს უზენაესსა და ჩემს შორის.
ჩემგან მოპოვებული უფლისმიერი ცოდნა ჩემი პირადი საიდუმლოება კი არ არის მხოლოდ. ეს არის სახელმწიფო საიდუმლოება: ეს არის გზები, საშუალებები, რომელსაც უზენაესი ჩემი საქართველოს გადასარჩენად მაძლევს. სატანის მსახურებს და არც არავის არ გააჩნია უფლება, რათა საქართველოს გადარჩენის გზებზე მიუწვდებოდეთ ხელი, რადგან ვხედავ უკვე თვეებია, რა გზებსაც უფალი მაძლევს ჩემი ქვეყნის გადასარჩენად, ბოროტის მსახურები იტაცებენ და ყველაფერს ამის საპირისპიროდ აკეთებენ. ვითომ უფლის სახელით...
როგორ მოვიქცე მე - დედა?
უფალი მაძლევს ერთადერთ სწორ გზას და არ გამაჩნია უფლება ამ გზას გადავუხვიო ან ვინმეს სხვა გზა მივუთითო:
ჩემმა კოსმიურმა შვილებმა ჩემს საქართველოს უნდა დაუბრუნონ მართლმადიდებლური ქრისტიანული ტაძარი და ჩემს ხალხს არ უნდა წაართვან უფლის რწმენა. უფლის სახლი უნდა იყოს ამ სატანური კავშირისგას თავისუფალი. ტაძარი მაინც გაანთავისუფლონ - ეს ერთი სივრცე მაინც დატოვონ უზენაესსა და ადამიანებს
შორის ურყევი კავშირის შესანარჩუნებლად.
მე უნდა ვიყო ამ სატანური კავშირისგან თავისუფალი და ხელი არ უნდა მეშლებოდეს უფალის მიმართ ლოცვაში, თავისუფალ პიროვნულ განვითარებაში,
ჩემი უფლისმიერი შემოქმედების რელიზების პროცესში.
შვიდგზის ლოცვანი, რის შესახებაც უკვე შვიდი თვეა ვთხოვ, რომ მოახდინონ ორგანიზება, რჩება იგნორირებული.
ეს არის პირდაპირი გზა, რომელსაც უზენაესი მაჩვენებს.
შეისმინონ და დაუშვან უფლის ნების აღსრულების აუცილებლობა, გამოიჩინონ კეთილი ნება: თუ ხალხი ტაძარში ვერ მიდის, მოხდეს შვიდგზის ლოცვებში საზოგადოების, სრულიად ერის ჩართვა დისტანციურად.
ვიმეორებ, ეს ჩემი ახირება არ არის. ეს არის გზა, რომელსაც უფალი მაძლევს სრულიად საქართველოს გადასარჩენად.
ყოველ სამ საათში ერთხელ ყველა ტელევიზიამ გადასცეს ლოცვანი (მაქსიმუმ ერთი საათის დათმობა დასჭირდებათ ტელეეთერში 24 სათიდან.
შვიდგზის ლოცვა სულ 5-8 წუთში იკითხება: 5*8=56 წუთს. + გადაცემის ქუდი, რათა გამოცხადდეს მზადყოფნა).
შვიდგზის ლოცვა ( დილის 9 საათზე )
https://www.youtube.com/watch?v=nvrDPE0vTCIმაქსიმალური დრო ყველაზე ნელ ტემპში 6 წუთია, რაც თითოეულ ლოცვაზე მოდის.
როგორც კი უფლის ეს ნება მივაწოდე, ჩემმა კოსმიურმა ქმნილებებმა ამის შემდეგ დაიწყეს ჩემზე აქტიური
თავდასხმა, რომელიც გრძელდება მოცემულ დროში.
***
არაფერი სირთულე ეს არ არის. სულ ნახევარი დღის საქმეა.
კეთილი ნების გამოვლენაა მათი მხრიდან საჭირო, ვინც უფლის ნების აღსრულებას უშლის ხელს.
მე ვიცი, რომ წმიდა სამების ნებით და მფარველობით ვმოქმედებ, შეიძლება ჩემი ლიკვიდაცია კვლავ სცადონ, როგორც უკვე სცადეს 2016 წელს,
როცა პირველად 2015 წელს ქრისტიანული რწმენის ნგრევაზე და უფლის ხატის მკვლელობაზე დავიწყე საუბარი.
მაგრამ რამდენადაც მე შემეხება სიკვდილისა თუ განადგურების რაიმე ფორმა, იმდენად შეეხებათ თავად ჩემს კოსმიურ შვილებს,
ჩემს არმიას, სრულიად საქართველოს იგივე ფორმით განადგურება.
ამიტომ მივდივარ თავგანწირვაზე (თუმცა არ მსურს ჩემი სახით უფლისმიერი დაცვა წაართვას ვინმემ ჩემს მიწას, ჩემს ხალხს),
რადგან ჩემს გარდა სხვა ვერავინ გაახმოვანებს უფლის ნებას. სხვაგვარად ეშმას მიერ ჩართულ თვითგანადგურების მექანიზმს - ამუშავებულს თითოეული
მათგანის გონში, ვეღარ ვაჩერებ. მე დედა ვარ და ვიცი, უფლის, ჩემი საქართველოს წინაშე ვარ ვალდებული.
მინდა ესმოდეთ, რომ მათ წინააღმდეგ კი არ მივდივარ. ვცდილობ ის ბოროტი შევაკაო, რომლის გავლენის ქვეშაც მოექცნენ ისინი ბრმად.
რატომ მოექცნენ ბოროტის გავლენის ქვეშ?
იმიტომ რომ მე არ ვყავდი გვერდით ჩემს კოსმიურ შვილებს ჯანსაღ კომუნიკაციაში, რათა დამეცვა ისინი ამ უბადრუკისგან.
მე არ ვყავდი გვერდით იმ ადამიანებს, ვის გვერდითაც უნდა ვყოფილიყავი ჩემს უფლისმიერ კავშირებში.
მე რომ ვიყო დაცული და არ ვიყო დაბმული, ჩემი ცხოვრება რომ არ იყოს დატყვევებული, ჩემი მატერიალური მდგომარეობა რომ
მიწყობდეს ხელს, რომ გამაჩნდეს შესაბამისი ბერკეტები, არავის არაფერს ვკითხავდი.
ჩემივე ანგარიშიდან დავაფინანსებდი ყველა ტელევიზიას, მე მივიდოდი საპატრიარქოში, მე ვთხოვდი სინოდს ამ საკითხის განხილვას.
მაგრამ ამას ჩემი უფლისმიერი ქმნილებების, ჩემი კოსმიური შვილების გარეშე ვერ გავაკეთებდი, რადგან ვხედავ - ეს შეუძლებელია.
მე არ ხელმეწიფება ამ საკითხის ორგანიზება, ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო.
†††
This post has been edited by Катеньки on 23 Oct 2020, 18:57