ფსიქოლოგიური ომიბოროტმა დაიწყო ომი მამა ღმერთთან, აიღო ადამიანთა გონის მართვის სადავე, აღარ სურს გაშვება.
მან დაგლიჯა ჩემი სამივე თანამფარველი, როგორც ჩემთვის ისე ჩემი შვილებისთვის/ქმნილებებისთვის.
ახლაც ანალოგიური სცენარით მოქმედებს - ჩემს უფლისმიერ დაცვას (ჩემი მთლიანობის მეორე წილს) მიკლავს და მართმევს.
თან მემუქრება ჩემი მოძალადე შვილების პირით, რომ მოკლავს და ისე გამოიყვანს, თითქოს მან თვითმკვლელობა ჩაიდინა.
მე უარესი წმებით მემუქრება "ისეთით, რომელსაც მე ვერ გავუძლებ" და შემდეგ მოკვლით.
საქართველოს უფლისმიერი დაცვის, ნათელმხილველის წამება რომ საშინელი ცოდვაა და უფალი სასტიკად დასჯის ეს დაავიწყდა.
ცდილობს ჩემს მოკვდინებას, ჩემს ადგილზე შემოვარდნას და
ამგვარად ჩემს უფლისმიერ ვალდებულებას, მისიას მაშორებს, ჩემს საქართველოს იგდებს ხელში.
ამავე გზით სიკვდილში ექაჩება ყველას, მის თავდაპირველ სცენარს აგრძელებს,
მახეებს აგებს, საცდურებს სთავაზობს, ყველა ფორმას მიმართავს, ყველას იყენებს, ვისთანაც მიუწვდება ხელი.
ვიმეორებ: ჩემს მთლიანობაში საერთოდ არავისი ადგილი არ არის. ჩემს ძირში, ფესვებში არ არის ვირუსის ადგილი.
ეშმას მთავარი სამიზნე მე ვარ, რადგან მთავარი მფარველი მე ვარ ყველასთვის, სრულიად საქართველოსთვის.
პირველ რიგში, არავის გააჩნია უფლება ჩემს საქართველოში "უფალი გადააყენოს თანამდებობდიდან." ეს უკვე შიზოფრენიაა
და ამ მკრეხელური "პროექტის" ყველა ავტორი თუ შემსრულებელი დაისჯება სასტიკად უფლის მიერ. გარეშეც და შინაურიც.
მერე...ჩემი ადგილი მე წმიდა სამებამ მომცა ჩემს მისიასთან ერთად. არავისი დაქირავებული და არავისი პროექტი მე არა ვარ.
მე წმიდა სამებას ვეკუთვნი და საქართველოს ვემსახურები. არავის ჩემი ადგილიდან, ჩემი მისიიდან ჩემი გაშვების, ჩემი დონორად ქცევის
და ჩემს ადგილზე სხვისი ჩაკვეხებისა თუ "გაპრავების" უფლება არ გააჩნია.
ამ უფლისმიერი ჭეშმარიტების წინააღმდეგ ჯიუტი ახირებით სვლა მეორე უდიდესი სიგიჟეა, უფრო კი ბოროტით შეპყრობილთა ქმედებაა.
ჩემს საქართველოს, ჩემს შემოქმედებას, ჩემს არც ერთ უფლისმიერ საკუთრებას/კავშირს არ მივცემ ბოროტს დასაგლეჯად.
ვიბრძოლებ იქამდე, რათა დავიცვა ვინც და რაც ჩემი უფლისმიერი მფარველობის ქვეშ იმყოფება, ვიდრე
შემეძლება წმიდა სამების ნებითა და შემწეობით.
ჩემი დუმილით ბოროტი სარგებლობს, ჩემი ხმაურითაც ბოროტი სარგებლობს.
რაც მეტ ინფორმაციას ღებულობს, მეტად ამართლებს თავის არსებობას იქ, სადაც მისი ადგილი არ არის,
ხან ვისი პირით და ხან ვისი ქცევით: "შესულზე შემსვლელებს" ეპატიჟება ჩემს მთლიანობაში.
უფრო ზუსტად ძალადობრივად შემოვარდნილებზე შემოვარდნის მსურველებს უხმობს ჩემს ადგილზე, ჩემს მთლიანობაში.
ყოველმხრივ უნდა შევაფასო სიტუაცია, საფრთხეები იზრდება ყველგან, ყველა მიმართულებით.
ყველა საფრთხე უნდა განეიტრალდეს, ყველა მახე უნდა დაირღვეს, ყველა საცდური უნდა იყოს გამოვლენილი და აღიკვეთოს სამუდამოდ.
დაე, უფალმა ახადოს ფარდა სინამდვილეს, ისე რომ არც ერთ ძეხორციელს არ დასჭირდეს სიტყვის ამოღებაც კი -
იქ, სადაც გონვრული ადამიანური რესურსები და საფრთხეთა განეიტრალების შესაძლებლობები ამოიწურება! და ასეც იქნება.
რა არის ჩემზე დამოკიდებული?
ვაჩვენო ყველას სწორი გზა გადარჩენისთვის, ჩემი დახმარებისთვის,
ურთიერთდახმარებისთვის, რასაც უფალი მაძლევს: წმიდა სამების მსახურება მის ტაძარში.
სხვა უფრო მშვიდი, გაწონასწორებული, კეთილგონივრული, და რაც
მთავარია სწორი გამოსავალი არ არსებობს საქართველოს გადარჩენისთვის.
ეს ფსიქოლოგიური ომია, რომელიც უბადრუკმა ბოროტებამ გამოუცხადა ჩვენს შემოქმედს და მის შემოქმედს - უზენაესს.
ომი მიმდინარეობს არამატერიალურ არსთა შორის იმ განზომილებაში, რომელიც თვალით უხილავია.
ეს არ ნიშნავს რომ ის არ ხდება. თემა უმძიმესია, საკითხი არასტანდარტულია.
უზენაესს უპირისპირდება და ებრძვის მისი უბადრუკი ქმნილება - ეშმა.
სულიერი, ინტელექტუალური, ფიზიკური გადარჩენის გზა წმიდა სამებაშია.
ჩვენ ადამიანებმა უნდა გავაკეთოთ არჩევანი სიცოცხლის სასარგებლოდ. უნდა გადავრჩეთ.უფალი არასოდეს გვივარდება ძალით ცხოვრებაში. მაგრამ არც იმას გვეუბნება, ძალით რომ გვიმტვრევს
კარს ბოროტება ავდგეთ, გავუღოთ კარი და შემოვუშვათ ჩვენს ცხოვრებაში ან არ ვიბრძოლოთ ჩვენის დასაცავად.
ღმერთი თავისუფალ არჩევანს გვაძლევს, ვიდრე არ დადგება მისი გარდაუვალი ნება. ჩვენ შედეგში ვართ. როგორ მოვიქცეთ?
მართლმადიდებლური ქრისტიანული რწმენა გვასწავლის, თუ როგორ დავიცვათ თავი მოძალადე ბოროტებისგან.
ჩვენ - ადამიანები უნდა მივიდეთ ჩვენით წმიდა სამებასთან და ვთხოვოთ დახმარება, რათა დაგვიცვას.
უნდა შევთხოვოთ და მოგვცემს მფარველობას. გვაპოვნინებს საკუთარ თავში იმ რესურსებს, რის შესახებაც არ გვქონდა წარმოდგენა.
ჩვენი საქართველო უფალმა ჩვენ მოგვაკუთვნა, ეს მიწა-წყალი ჩვენ გვიბოძა, არავისთვის წაგვიგლეჯია.
ჩვენ უნდა დავიცვათ საკუთარი სამშობლო, ჩვენ უნდა დავიცვათ მართლმადიდებლური ქრისტიანული რწმენა და საყდარი
ბოროტის მზაკვრობისგან, შემოტევისგან, ძარცვისგან ისე, როგორც დაგვიწესა უზენაესმა.
ეს ჩვენი უფლება კი არა ჩვენი ვალდებულებაა, თითოეული მოქალაქის სახელმწიფოებრივი ვალია,
ეროვნული თვითმყოფადობის, ჩვენი იდენტობის გადარჩენის ერთადერთი გზაა.
არა ვიღაცა სხვამ, არამედ ჩვენ! აქ და ამჟამად, ყოველ დღე, ყოველ წუთს, ყოველ წამს - უზენაესის რწმენით, სულიერი სიმშვიდით,
სიდინჯით, წონასწორობით, სიმტკიცით, ერთგულებით, ანალიტიკური აზროვნებით, ცნობიერების სრული ჩართულობით,
ჩვენი მთელი ადამიანური რესურსების გაღებით, ერთსულოვნებით, ღმერთის, რჯულის მსახურებით!
უფალს ვებარებოდეთ.
This post has been edited by Катеньки on 29 Oct 2020, 18:55