ხვალ 50 კმ სიარულიც არ მიშველის.
ჩემი რუმმეითი თინა უსაყვარლესი გოგოა, შოკოლადის დიდი მოყვარული.
სამზარეულოს მაგიდაზე, ერთ კუთხეში სულ მხვდება ნაირ-ნაირი შოკოლადები, ერთხელ არ მომდომებია.
დღეს რაღაც ნოსტალგიებს ავყევი და 2-3 კვირის მერე ტკბილს ვეცი, თინას ტრუფელები ვჭამე, შეიძლება 8 ცალი
წერილი დავუტოვე, ჩემზე იყოს იყოს რამე კარგი შოკოლადი-მეთქი.
უზარმაზარი გრეიფრუტი მივაყოლე, ვითომ რამეს მიშველიდა

))
მოკლედ, კვირას ან მივიღებ გადატყვეტილებას და ვიყიდი ბილეთს, მკიდია კრუნჩხვაში ჩავარდნილი ყველა ჩემი ახლობელი, სანამ საბუთებს არ მორჩები არ ჩამოხვიდეეე_ს რომ მეუბნებიან, ან , ბოლოსდაბოლოს ვეგუები იმ აზრს, რომ მე აქ არ მყავს არავინ ,ძალიან ძალიან ჩემიანი ოჯახის წევრი , ახლობელი და თუ ძაან მინდა, ვიპოვი მომავალი ოჯახის წევრს

) ან რამეს მოვიფიქრებ, თუ მაწუხებს ეს ამბავი.
იმდენად დავჭკვიანდი, პროსტა ვიღაცეები იდეაშიც აღარ მაინტერესებს

))
ასე 2 კონტინენტს შორის გაჭედილი ვერ ვიქნები.
ახლა დავიძინო.
ხვალაც უმაგრესი ამინდია.